10.8 C
Tbilisi
ორშაბათი, მაისი 18, 2026
banner

“ნულოვანი გარღვევა”- აშშ-ის ფლოტმა ჰორმუზის სრუტეში ირანული გემები ჩაკეტა

აშშ-ის ცენტრალური სარდლობის (CENTCOM) განცხადებით, ორშაბათიდან მოქმედი საზღვაო ბლოკადის შედეგად, ირანის სანაპიროსკენ მიმავალმა ან იქიდან გამოსულმა ვერცერთმა გემმა ჰორმუზის სრუტის გავლა ვერ შეძლო.

CENTCOM-ის ინფორმაციით, ათი გემი უკვე უკან გააბრუნეს, ხოლო ირანთან დაკავშირებულმა არცერთმა ხომალდმა ბლოკადა ვერ გაარღვია.

ამერიკული ძალები აჩერებენ მხოლოდ ირანულ გემებს. სხვა ქვეყნების ტვირთებს სრუტეში გადაადგილების უფლება ეძლევათ.

დონალდ ტრამპი ცდილობს, ირანს ნავთობის ექსპორტი შეუწყვიტოს და აიძულოს თეირანი, უარი თქვას იმ „გადასახადებზე“, რომლებსაც ის სრუტეში გამავალ გემებს სთხოვდა.

თეირანმა აშშ-ის ქმედებებს „მეკობრეობა“ უწოდა და საპასუხო დარტყმებით დაიმუქრა. ირანის სამიზნე შესაძლოა გახდეს ნებისმიერი ხომალდი სპარსეთის ყურეში, ომანის ყურესა და წითელ ზღვაში.

banner
წინა სტატიაშიმიხეილ სააკაშვილი გიორგი ქუფარაშვილის დაწინაურებას ეხმაურება
შემდეგი სტატიასელფი მობაილის ქსელის განახლება: მომხმარებლის კმაყოფილების ზრდა