ნულოვანი ბარიერის ყველაზე დიდი საშიშროება ე.წ. ეთნიკური პარტიების გაჩენაა

ნულოვანი ბარიერის ყველაზე დიდი საშიშროება ე.წ. ეთნიკური პარტიების გაჩენაა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია წერს.

​როგორც გვარამია აღნიშნავს, სახელმწიფოსთვის ეს შეიძლება, კატასტროფული შედეგის მომტანი იყოს.

„ნულოვანი ბარიერის ყველაზე დიდი საშიშროება ე.წ. ეთნიკური პარტიების გაჩენაა. მაგალითად, ქვემო ქართლში და სამცხე-ჯავახეთში დიდი რისკია აზერბაიჯანული და სომხური პარტიების გაჩენის, რომლებიც ბუნებრივ ბარიერს ცხადია, დაძლევენ. ცხადია, პროპორციული სისტემა არც ერთ შემთხვევაში არ უნდა ჩააგდოს ოპოზიციამ, რაც არ უნდა შემოაცუროს ბიძინამ. მაინც ოპოზიცია მოიგებს და მერე შეცვლის ამ ნულოვან ბარიერს. თუმცა, ამ ეტაპზეც უნდა გავაჟღეროთ ყველა საშიშროება“,-მიიჩნევს ნიკა გვარამია.

banner
წინა სტატიაშიპროპორციული სისტემა არის საპროტესტო მუხტის შედეგი და არა წყალობა ივანიშვილის
შემდეგი სტატიადავით იაკობიძე: პარლამენტის წინ მიმდინარე აქციებმა შინაარსობრივი მახასიათებელი დაკარგა