ნუკრი ქანთარია : სამწუხაროა, ”თავისუფალი დემოკრატების” ხუთეულის პოლიტიკიდან წასვლა, მაგრამ რა ვქნათ, ”ბიტლზი” დაიშალა და გადაიტანა ეს ხალხმა

ფარული ჩანაწერების ორგანიზატორი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია

”ბიტლზი” დაიშალა, მაგრამ გადაიტანა ხალხმა- ასე ეხამურება “ქართული ოცნების” წევრი, დეპუტატი ნუკრი ქანთარია “თავისუფალი დემოკრატებიდან” პარტიის ლიდერების წასვლას.

ქანთარია ჩატარებულ არჩევნებს კიდევ ერთხელ გამოეხმაურა და განაცხადა, რომ “ასეთი საპარლამენტო არჩევნები ჩვენს ქვეყანას ჯერ არ ჰქონია.” ის იმედოვნებს, რომ პარტიები, რომლებმაც ვერ გადალახეს ბარიერი, დამშვიდდებიან, შოკური მდგომარეობიდან გამოვლენ და გააკეთებენ სერიოზულ განცხადებებს, რადგან ქანთარიას შეფასებით, მათი დღევანდელი მდგომარეობა “არ ჯდება არავითარ ლოგიკაში”.

“მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ დამშვიდდებიან, ვინც წასასვლელია წავა პოლიტიკიდან. სამწუხაროა, ”თავისუფალი დემოკრატების” ოთხეულის თუ ხუთეულის წასვლა პოლიტიკიდან, მაგრამ რა ვქნათ ახლა, ”ბიტლზი” დაიშალა, ერთი ამბავი იყო, მაგრამ გადაიტანა ეს ხალხმა. ასე, რომ ყველა თავის გზას მონახავს, დამშვიდდება.” აცხადებს ქანთარია.

დეპუტატი აკრიტიკებს იმ პოლიტიკოსებს, ვინც ამბობს, რომ მოსახლეობამ ხმა უნდა მისცეს საკონსტიტუციო უმრავლესობის წინააღმდეგ. მისი თქმით, არც ერთი ცვლილება ფართო შეთანხმების გარეშე არ იქნება განხორციელებული და “ქართული ოცნება” საკონსტიტუციო უმრავლესობას მხოლოდ სასიკეთოდ გამოიყენებს.

banner
წინა სტატიაშილევან სამუშია : “ერთი პარტიისთვის საკონსტიტუციო უმრავლესობის მინიჭება ქვეყნისთვის არ იქნება კარგი”
შემდეგი სტატიაყირგიზეთის პრეზიდენტი : ჩვენც გვქონდა პრობლემები, მაგრამ არ ვრეკავდით მოსკოვსა და ვაშინგტონში