ნუკრი ქანთარია : სახეზე გვაქვს პოლიტიკური ფრანკენშტეინიზაცია, რომლის ავტორებიც ჩვენ ვართ

ფარული ჩანაწერების ორგანიზატორი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია

მეორე ტური არის ჩვეულებრივი დემოკრატიული პროცესი, თუმცა შემაშფოთებელია ის, რომ ჩვენს კანდიდატს ფეხდაფეხ მიჰყვება „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნუკრი ქანთარიამ ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.

მისივე თქმით, მიზეზები ხელისგულზეა, თუმცა ახლა გადაბრალება-გადმობრალების დრო არ არის.

„უკვე მიმდინარეობს კი არა, მოხდა „ნაციონალური მოძრაობის“ გაცოცხლება. სახეზე გვაქვს პოლიტიკური ფრანკენშტეინიზაცია და ავტორები ჩვენდაუნებურად ვართ ჩვენ. ეს არის გამოსასწორებელი. ახლა საჭიროა ქუდზე კაცის მობილიზაცია. არა მხოლოდ „ოცნების“ მხარდამჭერების, რომლებმაც მოგვცეს ხმა, არამედ იმ ხალხისაც, რომლებიც იყვნენ „ოცნების“ მხარდამჭერები და გარკვეული მიზეზების გამო, განუდგნენ. დარწმუნებული ვარ, მეორე ტურში ჩვენი კანდიდატი გაიმარჯვებს, მაგრამ ეს არ არის გადამწყვეტი. გადამწყვეტია ის, როგორ მივედით ჩვენ ამ მდგომარეობამდე ექვსი წლის თავზე. მიზეზები არ არის სადღაც სიღრმეში და დიდი მოძიება არ სჭირდება. საჭიროა გულწრფელი, გულახდილი საუბარი ჩვენს ამომრჩეველთან“, – განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.

banner
წინა სტატიაშიმეორე ტურში ოპოზიციის გამარჯვებით დაიწყება ივანიშვილის კლანის დასასრული – ბასილაია
შემდეგი სტატიასანდრო გირგვლიანის საქმე – პროკურატურა ინფორმაციას ავრცელებს