ნუკრი ქანთარია : ოპოზიციის ბოქლომებში დიდი ფანტაზია არ ჩანს, რადგან მათ მოქალაქეებზე ჰქონდათ ბოქლომები დადებული

ოპოზიციის მიერ ორგანიზებულ ბოქლომებში დიდი ფანტაზია არ ჩანს, რადგან ბოქლომები დადებული მოქალაქეებზე ჰქონდათ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნუკრი ქანთარიამ განუცხადა.

დეპუტატის თქმით, ოპოზიციას აქციები და სახელმწიფო უწყებებზე ბოქლომების დადება რამდენად წაადგება და ეს მოქალაქეების გონებამდე როგორ მივა, ეს მათი საქმეა.

„მთავარია, კანონს არ გადაცდნენ. კარგად იცით, რომ ყველას შეუძლია საუბარი ნებისმიერ თემაზე რა ტონალობაშიც უნდათ, სადაც უნდათ, რამდენიც უნდათ, ოღონდ, კანონს არ უნდა გასცდნენ, კანონს თავით არ შეეჯახონ. ძალიან ვკანკალებთ ყველანი, არ ვიცი, რა დაგვემართება, ჯოჯოხეთში რა წარმოუდგენიათ, ეს გასარკვევია. მათთვის როგორია ჯოჯოხეთი?“, – განაცხადა ქანთარიამ.

banner
წინა სტატიაშიპროპორციული სისტემა 10-დან 15-მდე პარტიას პარლამენტში შესვლის შესაძლებლობას მისცემდა – ზვიად ძიძიგური
შემდეგი სტატიაქეთევან ციხელაშვილი ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლესა და შვილებს შეხვდა