ნუკრი ქანთარია – მინდა, მელიას ვუთხრა: შვილო „გაზს დაუწიე“, ნუ თავხედობ და უზრდელობ

ნუკრი ქანთარია, მის მიმართ არსებულ ბრალდებებს პასუხობს

მინდა, მელიას ვუთხრა: შვილო „გაზს დაუწიე“, ნუ თავხედობ და ნუ უზრდელობ პარლამენტში, – აღნიშნული განცხადება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე “ქართული ოცნების“ დეპუტატმა ნუკრი ქანთარიამ გააკეთა.

ქანთარიამ ასევე თქვა, რომ ვისაც ქვეყანაში არეულობის მოწყობა სურს, “თავის კუთვნილ ბინას იპოვის“.

“თქვენი ბელადი იქედან გმოძღვრავთ: თავები გაიტეხეთ თქვენო და თვითონ “სკაიპით“ ძალიან უყვარს საქართველო. იმ თქვენს ბელადს უთხარით, რომ თუ ასეთი რევოლუციონერი და ასეთი მაგარია, ლენინმა პარიკი დაიხურა და რუსეთში სხვისი პასპორტით ჩავიდა. ასევე გააკეთოს და ჩამოვიდეს, მაგრამ მანაც კარგად იცის, პირველ რიგში, თქვენ მოკიდებთ და მატროსოვამდე ყვავილებით მიიყვანთ. ვითარება ასეთია და რაც არ უნდა იქნიოთ ხელი, ეს უნდა დამთავდეს, წერტილი დაესვას და თქვენ სახელი დაგერქვათ“, – განაცხადა ნუკრი ქანთარიამ “ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების მისამართით.

პარლამენტში დეპუტატებს შორის სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც დეპუტატ ირმა ინაშვილს სიტყვით გამოსვლისას ადგილიდან გარკვეული რეპლიკებით “ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ნიკა მელია პასუხობდა. ინაშვილმა გამოსვლა შეწყვიტა, მივიდა მელიასთან, რაც მათ შორის ფიზიკურ გაწევ-გამოწევაში გადაიზარდა.

banner
წინა სტატიაშიკობახიძე: სარკეში ჩაიხედეთ და დაინახავთ თქვენს დამარცხებულ სახეს, დაკარგულ სახეს
შემდეგი სტატიაგიგა ბოკერია უმრავლესობას – ამდენს იმიტომ ბედავთ, რომ ბევრნი ხართ? ეს არის თქვენი წესი?