ნუკრი ქანთარია : მარგველაშვილს ყოველთვის გაურბის თვალი და უნდა, რომ სხვა საქმეებშიც ჩაერიოს

ფარული ჩანაწერების ორგანიზატორი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ნუკრი ქანთარია ფიქრობს, რომ პრეზიდენტი უფუნქციო არ არის, თუმცა ის არბიტრის როლს სათანადოდ ვერ ასრულებს.

ქანთარიას თქმით, უმჯობესია პრეზიდენტი იყოს დანიშნული ვიდრე არჩეული. მოქმედ პრეზიდენტს კი ყოველდღიურ პოლიტიკურ საქმიანობაში ჩარევისაკენ გაურბის თვალი, რაც შესაძლოა არის კიდეც მისი კრიტიკის მიზეზი.

”რაც შეეხება პრეზიდენტის არჩევას, მე რამდენჯერმე მითქვამს და ვფიქრობ, რომ კოლეგიის მიერ არჩეული პრეზიდენტი გაცილებით უფრო უპრიანია საპარლამენტო მოდელზე საუბრისას. რათა არ მოხდეს საყოველთაო მაღალი ლეგიტიმაციით არჩეული პრეზიდენტის და ამავე დროს მისი უფლება მოვალეობების დისბალანსი. როგორც ჩანს, პრეზიდენტი მოწყურებულია რაღაც გარკვეულ ბევრ საქმეს. პრეზიდენტი საპარლამენტო მოდელის დროს არის უფრო სიმბოლო და არბიტრი. გარკვეულად ოქროს სათადარიგო მოთამაშე, რომ კრიზისის დროს უნდა ჩაერთოს და იყოს წარმომადგენლობითი და არა ის რომ ყოველდღიურ საქმიანობაში მიიღოს მონაწილეობა. მარგველაშვილს ყოველთვის გაურბის თვალი იქითკენ და უნდა, რომ სხვა საქმეებშიც ჩაერიოს. შეიძლება ეს არის კრიტიკის მიზეზი, თუმცა ვერ ვიტყვით, რომ უფუნქციო პრეზიდენტია”, – განაცხადა ქანთარიამ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი ოფიციალური ვიზიტით რუმინეთის რესპუბლიკას ეწვია
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი ბუქარესტში რუმინეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა