ნუკრი ქანთარია – კოალიციამ მოახერხა „ძლევაი საკვირველი“

“ქართული ოცნების“ დეპუტატი ნუკრი ქანთარია საპარლამენტო არჩვენების შემდეგ ქვეყანაში სამი პოლიტიკურ გუნდის არსებობას პროგნოზირებს.

როგორც ნუკრი ქანთარიამ განაცხადა, კოალიციამ შეასრულა უმნიშვნელოვანესი როლი საქართველოს ისტორიაში.

„კოალიციამ მოახერხა გაეკეთებინა, შეექმნა ისეთი პლაცდარმი, რის შემდეგაც დაიწყო დემოკრატიული განვითარება და მოახერხა ერთგვარად „ძლევაი საკვირველი“. თქვენ კარგად იცით, რომ რეჟიმისგან გათავისუფლება არ იყო ადვილი, ეს მოხერხდა ბიძინა ივანიშვილის დახმარებით. მომავალში, ჩემი აზრით, რამდენიმე პოლიტიკური ფლანგი გაიშლება და ადვილი იქნება არჩევანის გაკეთება. ერთი ეს იქნება ევროპული ოჯახისკენ სვლა და ეს იქნება ერთი პოლიტიკური ჯგუფი, ყოველგვარი ეროვნული ფესვების გარეშე, ქართული ცნობიერების გარეშე, თვითმყოფადობის გარეშე, შეიძლება ითქვას, ერთგვარი უსამშობლოთა პარტიული ჯგუფები, რომელთაც სამშობლო მიაჩნიათ ადამიანთა კრებული. მეორე ჯგუფი, ეს არის რომელიც ევროპაში საზღვარს გადალახავს, თავის თავგადასავლით, ჭირ-ვარამით, თუ ავლადიდებით და ეს ტვირთი გაცილებით უფრო ნელი და სამაგიეროდ იქნება მტკიცე თავის ფესვზე დაყრდნობილი. იქნება მესამე ფლანგი უკან სრული სვლით – „სავეცკი საიუზისკენ“, – განაცხადა ქანთარიამ.

მისი თქმით, ეს სამი ფლანგი იქნება რომელიც პოლიტიკურ ასპარეზზე იაქტიურებს.

„მე დარწმუნებული ვარ, რომ „ქართული ოცნება“ თავისი ცნობიერებით, ქვეყნის ფესვებით შევა ევროპულ ოჯახში და ამას აუცილებლად მოახერხებს. ვფიქრობ, რომ ეს მაკაფიოდ გამოჩნდება არჩევნების მოახლოების დროს“, – განაცხადა ქანთარიამ.

banner
წინა სტატიაშიაზერბაიჯანის ჯარში ორგანიზაცია „რუხი მგლები“-დან დაქირავებული მეომრები იბრძვიან
შემდეგი სტატიასაქართველოში მარტის თვეში ვიზიტორების უპრეცედენტო ზრდა დაფიქსირდა