ნუკრი ქანთარია: იმდენი არაფერი გეტკინოთ სერგო გენაცვალე, რომ ჩვენ წავალთ ხელისუფლებიდან

ნუკრი ქანთარია, მის მიმართ არსებულ ბრალდებებს პასუხობს

რუსთავი 2-ის მხარდამჭერთა შესახებ რეზოლუციაზე კენჭისყრა გადაიდო. ნაციონალური მოძრაობის წევრებმა ითხოვეს კენჭისყრის გადადება. მანამდე კი პარლამენტში ცხარე დებატები მიმდინარეობდა.

„არ მსიამოვნებს, რომ ჩვენს კოლეგას პიჯაკი დაუზიანდა, მაგრამ ამისათვის ადამიანის ციხეში მიყვანა, პატიმრობის გამოცხადება, ეს არის ის ადეკვატური სასჯელი, რაც შეიძლება იყოს იმ ადამიანბისთის, რომელთაც შეიძლება მცირე გადაცდომა ჰქონდეთ?“ – განაცხადა ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის წევრმა, ნუგზარ წიკლაურმა.

სერგო რატიანმა კი მმართველ გუნდს მიმართა, რომ ისინი ძალიან მალე წავლენ ხელისუფლებიდან.

“თქვენი წასვლა ხელისუფლებიდან გარდაუვალია,”- განაცხადა სერგო რატიანმა, რაზეც ფრაქცია ქართული ოცნების წევრმა, ნუკრი ქანთარიამ უპასუხა, რომ “იმდენი არაფერი გეტკინოთ სერგო გენაცვალე, რომ თქვენ მოხვალთ და ჩვენ წავალთ ხელისუფლებიდან”.

რომელია თქვენთვის მთავარი, ახალგაზრდების გამოშვება თუ მათი გამოყენება და შეწირვა, რომ ისინი შეეწირნენ ვითომ რუსთავი 2-ის მართალ სიტყვას,“- განაცხადა ნუკრი ქანთარიამ.

გიორგი ვოლსკიმ ნაციონალური მოძრაობის წევრების განცხადებებს დემაგოგიური და შუბლზე ძარღვგაწყვეტილი უწოდა.

„განსაკუთრებით მას შემდეგ გამწვავდა სიტუაცია, რაც კადრები გამოჩნდა ეკრანებზე, როდესაც ადამიანებს ბოთლით აუპატიურებენ, ეს არის სახე,“- განაცხადა ვოლსკიმ.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტმა ვიზალიბერალიზაციის საკითხთან დაკავშირებით განცხადება მიიღო
შემდეგი სტატიამიხეილ მაჭავარიანი: როდესაც ზოგიერთ კოლეგას არგუმენტი აღარ ჰყოფნის, მუშტებზე გადადის