ნუკრი ქანთარია – ეს ჩემი ბოლო გამოსვლაა პარლამენტში

ეს ჩემი ბოლო გამოსვლაა პარლამენტში, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ნუკრი ქანთარიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, „საარჩევნო კოდექსში“ შესატანი ცვლილებების განხილვისას განაცხადა.

ქანთარიამ იმედი გამოთქვა, რომ არჩევნები მშვიდობიანად ჩატარდება და სხდომათა დარბაზში საპარლამენტო უმრავლესობისთვის განკუთვნილი ფლანგი „ქართული ოცნების“ დეპუტატებით შეივსება.

„ეს ჩემი ბოლო გამოსვლაა პარლამენტში. მე იმედი მაქვს, რომ აუცილებლად მშვიდობიანი, ნორმალური არჩევნები ჩატარდება. აი, ეს მხარე შეივსება „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებით, იქნება გაცილებით უფრო მოტივირებული და ახალი ენერგიით გამსჭვალული ხალხი“, – განაცხადა ქანთარიამ.

banner
წინა სტატიაშირეგიონული თეატრების საერთაშორისო ფესტივალი სოხუმის დრამატული თეატრის სპექტაკლით გაიხსნა
შემდეგი სტატიადაამტკიცეს კანონი, რომლითაც საქართველოს მოქალაქის ევროპაში გაშვებას მესაზღვრე გადაწყვეტს