ნუკრი ქანთარია : ძალიან უხერხული სიტუაციაა, მაგრამ ეს არის პარლამენტი, ეს არ არის სალობიე

ძალიან უხერხული სიტუაციაა, მაგრამ ეს არის პარლამენტი, ეს არ არის სალობიე, რომ ხან გამოცხვება ლობიო და ხან არა, – ამის შესახებ “ქართული ოცნების” წევრმა ნუკრი ქანთარიამ პარლამენტში შესვლამდე ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, დღეს დილით აქცია მშვიდობიანად დაიშალა. ქანთარიას თქმით, აქციაზე დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ აქვს.

“მე, რამდენადაც ვიცი, აქცია მშვიდობიანად დაიშალა. მითხარით, რამე მოხდა?! – აღნიშნა ქანთარიამ.

ჟურნალისტის კითხვაზე, უყურებდა თუ არა აქციის დაშლას პირდაპირ ეთერში, ნუკრი ქანთარიამ უპასუხა, რომ აქციის დაშლას არ უყურებდა პირდაპირ ეთერში, რადგან ქალაქში არ იყო.

“ძალიან უხერხული სიტუაციაა, მაგრამ ეს არის პარლამენტი, ეს არ არის სალობიე, რომ ხან გამოცხვება ლობიო და ხან არა. ამიტომ, აქ უნდა მიმდინარეობდეს კანონების მიღება”, – განაცხადა ქანთარიამ

banner
წინა სტატიაშიჩემი ან კოლეგების უხერხულობა მიზერულია იმასთან შედარებით, რაც პარლამენტს შეექმნება, თუ საქმიანობას არ გააგრძელებს
შემდეგი სტატიაგორში 18 წლის ბიჭი დაჭრეს