ნუკრი ქანთარია: არ გამოვრიცხავ, მომავალში პარლამენტიდანაც კი ბორკილებით გაიყვანონ ვინმე

ნუკრი ქანთარია, მის მიმართ არსებულ ბრალდებებს პასუხობს

უმრავლესობის დეპუტატი ნუკრი ქანთარია ბოლო პერიოდში გავრცელებულ ჩანაწერებს ეხმაურება და არ გამორიცხავს, რომ მომავალში „ბორკილებით ვინმე პარლამენტიდანაც გაიყვანონ“.

ამის შესახებ ქანთარიამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, გავრცელებული ჩანაწერებით ხალხმა გაიგო, თუ როგორ აპირებს „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში მოსვლას.

„არ გამოვრიცხავ, მომავალში პარლამენტიდანაც კი ბორკილებით გაიყვანონ ვინმე, თუმცა ამას წყალგაუმტარი მტკიცებულებები სჭირდება. ახლა მნიშვნელოვანია, ვინ გაემიჯნება ამ სისხლიან სცენარს და ვინ დარჩება სააკაშვილის სისხლიან ბანდაში. ჩანაწერების უკან შეიძლება იყოს კალამოისკის ხალხი, უკრაინაში მყოფი სხვა ჯგუფები, რომლებსაც აბსოლუტურად არ ახატიათ გულზე სააკაშვილი და უნდათ, რომ მას გაუწიონ წინააღმდეგობა. ეს შეიძლება იყოს კიდევ „ფე-ეს- ბე“, თუ სხვა“, – განაცხადა ქანთარიამ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი მარგველაშვილი: თითონ პოლიტიკოსებს უნდა გვჯეროს კანონის უზნაესობის
შემდეგი სტატიაკუს ტბაზე მანქანა დაიწვა – დაწყებულია გამოძიება