ნუკრი ქანთარი : უმჯობესი იქნებოდა, პრეზიდენტის ინაუგურაცია მცხეთაში გამართულიყო

ფარული ჩანაწერების ორგანიზატორი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ნუკრი ქანთარიას მოსაზრებით, უმჯობესი იქნებოდა, თუ პრეზიდენტის ინაუგურაცია მცხეთაში გაიმართებოდა.

ქანთარია დარწმუნებულია, რომ თელავში პრეზიდენტის ინაუგურაციის გამართვის იდეა სალომე ზურაბიშვილს ეკუთვნის.

„თელავი ძალიან მომწონს და მიყვარს, თუმცა მხარს მცხეთას უფრო დავუჭერდი. ეს უფრო კარგი იქნებოდა, რადგან ძველი სატახტო ქალაქია და გარკვეულ კუთხესთან მიკერძოებას არ იწვევს, თელავი კი ერეკლე მეფის სასახლეა“, – აღნიშნა ქანთარიამ.

დეპუტატი არ გამორიცხავს, რომ ინაუგურაციის თელავში გამართვის ერთ-ერთი მიზეზი თბილისში, რუსთაველის გამზირზე არსებული კარვებიც იყოს.

საქართველოს პრეზიდენტის ინაუგურაცია 16 დეკემბერს თელავში გაიმართება.

banner
წინა სტატიაშიდიმიტრი ცქიტიშვილი : თუ საერთაშორისო თანამეგობრობას საარჩევნო თემატიკაზე კითხვები აქვს, ქართული მხარე მზად არის, კანონმდებლობა დახვეწოს
შემდეგი სტატიაშსს-მ სამ კილოგრამზე მეტი „კოკაინის“ და ნახევარ კილოგრამამდე „ჰეროინის“ საქართველოში შემოტანის ფაქტები აღკვეთა