11.8 C
Tbilisi
ორშაბათი, ოქტომბერი 12, 2026
banner

ნუგზარ უბერი ყაველაშვილმა ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძისა და პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის წარდგინებით, მედიცინის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, მეცნიერების სფეროში გამორჩეული მიღწევებისა და საქართველოსთვის გაწეული აღმატებული ღვაწლისთვის მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ემერიტუსი, პროფესორი ნუგზარ უბერი ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა. იუწყება პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ცერემონიას პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ლუკა ეხვაია, საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე და ნუგზარ უბერის ოჯახის წევრები ესწრებოდნენ.

საქართველოს პრეზიდენტმა ნუგზარ უბერს მრავალწლიანი პროფესიული და სამეცნიერო საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა მისი ფასდაუდებელი წვლილი ქართული პედიატრიისა და სამედიცინო განათლების განვითარებაში.

banner
წინა სტატიაშიზელენსკი: ომის დროს უკრაინაში არჩევნების ჩატარება შეუძლებელია
შემდეგი სტატიაპოლონელი სამხედრო ინჟინრები უკრაინის საზღვართან მდებარე სასაზღვრო გამშვები პუნქტების სიახლოვეს გამაგრებულ უსაფრთხოების საგუშაგოებს აშენებენ