ჟენევის მოლაპარაკებებზე საქართველოს ხელისუფლება აპირებს ცხინვალის რეგიონის და აფხაზეთის მარიონეტულ რეჟიმებთან შეთანხმების გაფორმებას ძალის გამოუყენებლობის შესახებ.
ამ ნაბიჯით საქართველოს ხელისუფლება აღიარებს მარიონეტული რეჟიმების სახელმწიფო სტატუსს. ეს რეალურად ნიშნავს რუსული ოკუპაციის ლეგიტიმაციას და რუსული „ახალი რეალობის“ აღიარებას.
ამ განცხადებით კონფლიქტის მხარეებად ვაცხადებთ საქართველოს-აფხაზეთს და საქართველო-ცხინვალის რეგიონს, რაც გულისხმობს საქართველოს დაქუცმაცების აღიარებას და რუსეთისთვის პასუხისმგებლობის მოხსნას – სწორედ ამას ცდილობდა ოკუპანტი მთელი ამ წლების განმავლობაში.
ხელისუფლების დეკლარირებული ღალატის პირობებში ქოცებთან ერთად ნებისმიერ დოკუმენტზე, მათ შორის საპარლამენტო რეზოლუციაზე ერთობლივი ხელმოწერა არის სრულიად მიუღებელი-აცხადებს ნუგზარ წიკლაური.