“ქართული ოცნების მიზანია, რომ უარი ვთქვათ პრინციპებზე და ვაღიაროთ უკანონობა.
მოგვთხოვეს პრინციპებზე უარის თქმა და მორჩილება; მოგვთხოვეს უკანონო რეჟიმის ლეგიტიმაცია და არჩევნებად წოდებულ ფარსში შესვლა. მოგვთხოვეს 170 დღიანი პროტესტის და ნათქვამი სიტყვის ღალატი.
ამაზე ვამბობთ უარს.
ამიტომ არ მივიდა კომისიაზე ზურა, ამიტომ არ გადაიხადა გირაო, არ დაეთანხმა რეჟიმის აღიარებას და ვითომ არჩევნებს. ეს გადაწყვეტილება არის მიღებული ყველას მიერ, ვინც ამ კოალიციას წარმოადგენს.
პრინციპების ერთგულების ფასი კი არის ციხე და ეს ფასი გადაიხადა ზურა ჯაფარიძემ – მისი საქციელი დიდი ბრძოლის ღირსეული ეპიზოდია.
ამ პრინციპების გარშემო ერთობა არის ნამდვილი ერთობა; სხვა ერთობა არ არსებობს, ხელოვნური და თვალთმაქცობაზე დამყარებული ერთობა არ არის ერთობა და მისი უდღეურობა ბევრჯერ გვინახავს.
ვინც ქოცის უკანონო რეჟიმის ლეგიტიმაციას არ მოახდენს, მათთან ერთობაც გვექნება და საერთო გზაც; ხოლო ვინც ფსევდოარჩევნებით წყალს უსხამს მოძალადეებს, მათთან საერთო მოძრაობა არის გზა არსაით,-წერს ნუგზარ წიკლაური.