ნუგზარ წიკლაური სოფელ ახალ სამგორში მოსახლეობას შეხვდა

ნუგზარ წიკლაური: საბოლო მიზანი კი იქნება საქართველოს უნიათო ხელისუფლების მოცილება

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თეთრიწყაროს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ნუგზარ წიკლაური სოფელ ახალ სამგორში, გამარჯვებასა და მეურნეობის დასახლებების მოსახლეობას შეხვდა.

როგორც ”თაიმერს” პარტიიდან აცნობეს, წიკლაურმა ადგილობრივების პრობლემები მოისმინა.
პარტიის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრისას ცნობილი გახდა, რომ მოსახლეობის ნაწილი პოლიტიკური ნიშნით სოციალური დახმარების მოხსნაზე საუბრობს.

”სოფლებში აქტუალურია უმუშევრობის, წყლისა და შიდა გზების პრობლემა.
როგორც შეხვედრის მონაწილეებმა აღნიშნეს, ხელისუფლება არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმირებულია, მიუხედავად ამისა, დახმარება ამ დრომდე არ აღმოუჩენიათ. ადგილობრივებმა წიკლაურს მხარდაჭერა გამოუცხადეს”, – განმარტავენ პარტიის პრესსამსახურში.

banner
წინა სტატიაშიინგლისური ენის მასწავლებლებს ახალ ტრენინგებს სთავაზობენ
შემდეგი სტატიასაია საოლქო კომისიებს მოუწოდებს, არ დაუშვან საუბნო კომისიის წევრების შერჩევის დროს პოლიტიკური გავლენებით გადაწყვეტილების მიღება