ნუგზარ წიკლაური: “სიცრუე და ორპირობა, – აი, რა არის ქართული ოცნების ანი და ჰოე”

ნუგზარ წიკლაური: საბოლო მიზანი კი იქნება საქართველოს უნიათო ხელისუფლების მოცილება

“ერთი შეხედვით, მართლაც მოსაწონია პრემიერ მინისტრის სიტყვები იმის თაობაზე, რომ ის იდეალისტია და ოცნებობს საქართველოზე, სადაც ადამიანებს უყვართ და პატივს სცემენ ერთმანეთს”-ასე ეხმიანება “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი პრემიერ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებას, რომ მას სურს და ნატრობს ისეთ საქართველოზე, სადაც ადამიანებს ექნებათ უფრო მეტი სიყვარული, მინიმუმ პატივისცემა ერთმანეთის მიმართ.

ნუგზარ წიკლაური: საბოლო მიზანი კი იქნება საქართველოს უნიათო ხელისუფლების მოცილება

“ერთი შეხედვით, რადგან ეს ფუჭი სიტყვებია და მათ უკან გულწრფელი განზრახვა, შესაბამისი მოქმედება არ დგას.
კვირიკაშვილის პათეტიკური შეძახილი სიყვარულზე და კაცთა შორის სათნოებაზე არაფრით განსხვავდება ქართული ოცნების და მათი ლიდერის ცრუ სიტყვებისგან.
დემოკრატიას ქადაგებდნენ და არჩევნების გააყალბებას მიჰყვეს ხელი;
ადამიანის უფლებების მცველებად მოჰქონდათ თავი და ოპონენტები დილეგში გამოკეტეს;
ხალხს აურაცხელ სიკეთეს დაჰპირდნენ და გატეხილ ვარცლთან კი დატოვეს იმედგაცრუებული და შეურაცხყოფილი…
ყველაფერი გადაჭარბებით შეგისრულეთო, – ცინიკურად ამასაც ეუბნებიან მოტყუებულ ადამიანებს.
სიცრუე და ორპირობა, – აი, რა არის ქართული ოცნების ანი და ჰოე.
სიყვარული და პატივისცემა ის იქნებოდა, ხალხის წყლული და ტკივილი საკუთარ ტკივილად გექციათ და საკუთარი ბედნიერება და ფუფუნება საქართველოს მოქალაქეების უბედურებასა და სიღატაკეზე არ აგეშენებინათ.
ამ შემთხვევაში დავიჯერებდით თქვენი სიტყვების სიწრფელეს.
ახლა კი ეგ თქვენი ფსევდოიდეალიზმი ფარისეველთა გუნდის მორიგი ცბიერებაა და სხვა არაფერი.
ერთ მდინარეში ორჯერ ვერ შეხვალთ და ვერც იმ ადამიანების ხელმეორედ გაცურებას შეძლებთ, ვინც ასეთი ზღვარგადასული დამცირებისთვის გაწირეთ.
დღეს რუსი ოლიგარქის იდეოლოგიისა და ცინიზმის წინააღმდეგ გამოსვლა ყოველი ქართველის მორალური ვალდებულებაა;
ვალდებულება სიმართლის, პატიოსნების და სამშობლოს სიყვარულის სახელით.
და ნურც კი იფიქრებთ, რომ ფულის დაპირებით და უზნეო ტყუილებით რწმენას და სიმართლეს დაამარცხებთ”-აცხადებს ნუგზარ წიკლაური

banner
წინა სტატიაში1921 წლის 21 თებერვალს საქართველოს პირველი რესპუბლიკის კონსტიტუცია მიიღეს
შემდეგი სტატიაფონიჭალაში ადგილობრივებმა პოლიციაში შეჭრა სცადეს