ნუგზარ წიკლაური რაჭასა და ამბროლაურში არსებულ კორუფციულ სქემებზე საუბრობს

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” დეპუტატმა ნუგზარ წიკლაურმა საქართველოს მასშტაბით არსებულ კორუფციულ სქემებზე ისაუბრა.

“როგორც მოგეხსენებათ, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” განაგრძობს საქართველოს ყველა რეგიონში სისტემური კორუფციული ფაქტების შესწავლას. შედეგად, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში მავნებლობის, დატაცების, სისტემური კორუფციის არაერთი ფაქტი გამოვლინდა, რომელთაც რეგულარული ხასიათი აქვს.

დღეს მინდა რაჭასა და ამბროლაურში მიმდინარე პროცესებს გამოვეხმაურო. აქაც, ისევე როგორც სხვაგან, ტენდერების ნათესავებისთვის მიცემა ხდება, რომელიც შემდეგ არ სრულდება და თანხებს იტაცებენ.

დაახლოებით 1 მილიონამდე თანხა ისეა აქ გახარჯული, რომ არცერთი პროექტი არაა დასრულებული, ზოგიერთი მათგანი კი დაწყებულიც არაა.

ჩვენ ამ კვირას საქართველოს პარლამენტში ანტიკორუფციული კომისიის შექმნას მოივითხოვთ და იმ ფაქტების გამოძიებას, რომელიც ხელთ გვაქვს”,- განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.

banner
წინა სტატიაშიპუტინის ახალი კანონით, რუსეთს უფლება აქვს ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები არ შეასრულოს
შემდეგი სტატია“ჩვენ პატივს ვცემთ ევროკავშირის გადაწყვეტილებებს და იმ ფორმატს, რასაც ის გვთავაზობს”