ნუგზარ წიკლაური: ქართული ოცნების სამარცხვინო და პოლიტიკური სპეკულაცია ახალგაზრდა ქალის სისხლით

ნუგზარ წიკლაური: საბოლო მიზანი კი იქნება საქართველოს უნიათო ხელისუფლების მოცილება

“ივანიშვილის ქართული ოცნების სამარცხვინო, გულისამრევი, სულმდაბალი და უტიფარი პოლიტიკური სპეკულაცია ახალგაზრდა ქალის სისხლით – აი, ეს არის ქოცური ჯოჯოხეთი, მორალური დეგრადაცია და ბარბაროსობა.
თავზარდამცემია, რომ ეს ბილწი პოლიტიკური ფრონტი ივანიშვილმა სატელიტებთან ერთად გაშალა.

სამყაროს უნახავს მრავალი დიქტატორი, მოძალადე და ჯალათი, მაგრამ ეს ანტიქართული ძალა არის ჯერარნახული ბოროტება, რომელიც სპობს ყველაფერს, რაც საქართველოსთვის წმინდაა.

უბრალოდ, ერთ რამეზე უნდა შევთანხმდეთ: არ უნდა დავანებოთ ქვეყნის განადგურება – ეს ზნედაცემული დიქტატორი უნდა დასრულდეს ქართველი ხალხის ერთსულოვნებით, სიმტკიცით და თავისუფალი ნებით,”-წერს “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე  ნუგზარ წიკლაური.

banner
წინა სტატიაშიცოტნე გამსახურდია: ხალხი დაიღალა, დემორალიზებულია ამდენი სისულელით, შეცდომით, იმედგაცრუებით
შემდეგი სტატია“არ გაიქცე!” – მწვავე დაპირისპირება ლევან სამუშიასა და ლაშა ნაცვლიშვილს შორის(VIDEO)