ნუგზარ წიკლაური “ახალის” ერთ-ერთი ლიდერის ნიკა მელიას დაკავების დეტალების შესახებ სატირულ-იუმორისტულ სტილში წერს:
“შესაძლოა ბევრმა არ იცის და დავწერ: გადაცემაში მიმავალი ნიკა მელიას ავტომობილის გაჩერების პირველი მიზეზი იყო შუშების გადამეტებულ დაბურვაზე ეჭვი – ასეთი პრეტენზია წაუყენეს მძღოლს.
ესე იგი, ასეთი სურათი იხატება – შსს მიიღო ინფორმაცია ამოუცნობი დაბურულშუშებიანი მანქანის შესახებ, რომელიც ლისის ტბის მიმართულებით გადაადგილდებოდა. შეიქმნა სწრაფი რეაგირების რაზმი 50 შეიარაღებული კაცის შემადგენლობით.
მათ დააკავეს ბოროტმოქმედი, დაამტვრიეს და მოპარეს მანქანის შიდა რეგისტრაციის კამერები და როცა მელიამ უთხრა, რომ მინები არ არის ძალიან დაბურულიო, ელვისებურად დააკავეს და გაიტაცეს.
აი, ასეთი ამბავია და ჩვენ ადგილობრივი არჩევნების ერთიან ფრონტს ვებარებოდეთ.
ორ ზღვას შუა ძველისძველად
საომარი იყო ლელო…”, – წერს ნუგზარ წიკლაური.
შეგახსენებთ, ნიკა მელიას სასამართლომ პატიმრობა მიუსაჯა თეა წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო დაკისრებული ჯარიმის გადაუხდელობისთვის.