ნუგზარ წიკლაური : მზად ვარ, ვუპასუხო ყველა კითხვას, მაგრამ არა სუს-ში

ნუგზარ წიკლაური: საბოლო მიზანი კი იქნება საქართველოს უნიათო ხელისუფლების მოცილება

“მზად ვარ ყველა კითხვას გავცე პასუხი, მაგრამ მიმაჩნია რომ სუს-ი „ნაციონალურ მოძრაობას“ ხელს უშლის და პირადად მე, როგორც მაჟორიტარობის კანდიდატს, ხელს მიშლით წინასაარჩევნო კამპანიის სრულყოფილოად ჩატარებაში, – განაცხადა “ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნუგზარ წიკლაურმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

მისი თქმით, პარტიის წევრების სუს-ში დაბარება მიზნათ საარჩევნო კამპანიაში ხელის შეშლას ისახავს. როგორც წიკლაურმა აღნიშნა, ყველა კითხვას გასცემს პასუხს, მხოლოდ არა სუს-ში, არამედ მათ ოფისში.

„მზად ვარ ყველა კითხვას გავცე პასუხი, მათ შორის იმ ფარსზე, რომელიც სუს-მა გამოაქვეყნა, მაგრამ იმისათვის რომ ხელი არ შემეშალოს სააარჩევნო კამპანიაში, რა მიზანსაც ისახავთ, მობრძანდით ოფისში და გიპასუხებთ ყველა კითხვაზე. სახელმწიფო უსაფრთხოების დამსახურის მასკარადში არ ვაპირებ მივიღო მონაწილეობას, მზად ვარ ვუპასუხო ყველა კითხვას, მაგრამ არა სუს-ში. დღეს მთელი დღე იმის გამო, რომ მე მათ ოფისში ველოდებოდი, ვერ მოვახერხე საარჩევნო კამპანიის წარმოება”,- განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.

აკაკი მინაშვილის თქმით, ისინი სუს-ისგან განსხვავებით ქვეყანაზე ზრუნავენ და დაკითხვაზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მისვლას არ აპირებენ. მისივე თქმით, ისინი მზად არიან საკუთარ ოფისში გასცენ გამომძიებლების კითხვეს პასუხი.

„ჩვენ გვაქვს საქმე, ჩვენ ვზრუნავთ ქვეყანაზე სუს-ისგან განსხვავებით, არ ვაპირებ უწყებაში მისვლას, არ ვაპირებ სუს-ის თამაშში მონაწილეობას, ჩვენ გვაქვს საქმე, საარჩევნო კამპანია, ვზრუნავთ რომ ქვეყანაში სიტუაცია შეიცვალოს და არ ვაპირებთ ივანიშვილი – სუს-ის პროექტში ჩავერთოთ . აქ ორი გამომძობელია და მზად ვარ აქვე ვუპასუხო, მაგრამ არ მივალ უსაფრთხოების სამსახურში”,- განაცხადა აკაკი მინაშვილმა.

სუს-ის თანამშრომლებმა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს დაკითხვის უწყებები მიუტანეს, თუმცა მათ უწყებები არ ჩაიბარეს.

banner
წინა სტატიაში“ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში 18:00 საათისთვის არიან დაბარებული
შემდეგი სტატიაოზურგეთში “ოცნების” ოფისის წინ ახალდაგებული გზა ჩავარდა