ნუგზარ წიკლაური: მთავრობის მიერ ოპოზიციასთან დაწყებული მოლაპარაკება აღმოჩნდა იაფფასიან პიარზე გათვლილი ტყუილი

“როგორც მოსალოდნელი იყო, მთავრობის მიერ ოპოზიციასთან დაწყებული მოლაპარაკება აღმოჩნდა იაფფასიან პიარზე გათვლილი ტყუილი.
ქართულ ოცნებას თავიდანვე ორი განზრახვა ჰქონდა: ვენეციის კომისიასთან შეხვედრის წინ წარმოჩენილიყო კონსტრუქციულ მთავრობად და საარჩევნო ბარიერის მიცემით განხეთქილება გამოეწვია ოპოზიციის რიგებში.
ქართული ოცნების ორივე მიზანი მიუღწეველი დარჩა:
1. ოპოზიციამ შეინარჩუნა ერთიანობა და სოლიდარულობა თავის მიერვე დეკლარირებული საკონსტიტუციო პრინციპების მიმართ.
2. ყველასთვის, და მათ შორის საერთაშორისო ორგანიზაციებისთვისაც აბსოლუტურად თვალნათელი გახდა, რომ მთავრობის საჯარო განცხადებები იყო მხოლოდდამხოლოდ საზოგადოებისთვის თვალის ახვევა და ბლეფი.
ამ ვითარებაში, როდესაც მთავრობა სრულიად გაკოტრებული და პოლიტიკურად იზოლირებულია, პასუხისმგებლობის მქონე ოპოზიციური პარტიების წინაშე დგას მწყობრი სამოქმედო გეგმის ჩამოყალიბების აუცილებლობა.
პირველ რიგში, დროებით გვერდზე უნდა გადაიდოს პარტიული სხვაობები, რათა არავითარ შემთხვევაში არ დაირღვეს ოპოზიციური ერთობა და კოორდინაცია;
მეორე: სასწრაფოდ განსაახლებელია აქტიური დიალოგი არასამთავრობო სექტორთან და ვენეციის კომისიასთან.
და მესამე: მზადება შემოდგომის დიდი საპროტესტო მოძრაობისთვის.
მოძალადე და მოღალატე აფერისტები არაფერზე აღარ დგანან!
ხალხის შემართება და პატრიოტიზმი გადაწყვეტს ყველაფერს!!!

 

ნუგზარ წიკლაური

banner
წინა სტატიაში,,ნაციონალური მოძრაობის” წალენჯიხის მერობის კანდიდატის ვინაობა ცნობილია
შემდეგი სტატია„ციური ბარისოვნა“ანუ ,,ზე-ციური“ გუბერნატორი