ნუგზარ წიკლაური: მტერს არ მოექცევა ადამიანი, როგორც ქართული სახელმწიფო ექცევა ამ ადამიანებს

ნუგზარ წიკლაური: საბოლო მიზანი კი იქნება საქართველოს უნიათო ხელისუფლების მოცილება

ნაციონალური მოძრაობის წევრი, ნუგზარ წიკლაური, წალკაში ეკომიგრანტების დასახლებაში იმყოფებოდა. ადგილობრივების თქმით, მათი მდგომარეობა გაუსაძლისია.

ისინი ამბობენ, რომ არა აქვთ ელექტროენერგია და სასმელი წყალი. ეკომიგრანტებმა მიმართეს ადგილობრივ ხელისუფლებას და რეაგირება არ მოჰყოლია.

„მათ არა აქვთ არანაირი პირობები იმისათვის, რათა იცხოვრონ. აქ არ არის არც წყალი, არც გაზი, არც შეშა. მტერს არ მოექცევა ადამიანი, როგორც ქართული სახელმწიფო ექცევა ამ ადამიანებს,” – განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.

banner
წინა სტატიაში13 ივნისის სტიქიის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს საყოფაცხოვრებო ტექნიკა გადასცეს
შემდეგი სტატიასაქართველო და ქუვეითი თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას იწყებენ