ნუგზარ წიკლაური: მიწა იქნა გასხვისებული და ეს გაკეთდა მოქმედი კანონმდებლობის უხეში დარღვევით

პარლამენტში სხდომა პოლიტიკური განცხადებებით დაიწყო – დეპუტატები ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებს განიხილავენ. მთავარი თემა, რაზეც ოპოზიციის წარმომადგენლები საუბრობენ არის არაფორმალური მმართველობა ქვეყანაში. ნაციონალური მოძრაობის წევრი ნუგზარ წიკლაური ბოტანიკური ბაღის ირგვლივ მიმდინარე მოვლენებზე საუბრობს.

„მიწა იქნა გასხვისებული და ეს გაკეთდა მოქმედი კანონმდებლობის უხეში დარღვევით. ეს გაკეთდა საკრებულოს გვერდის ავლით, საჯარო განხილვის უგულებელყოფით. იმის გაუთვალისწინებლად, რომ ბოტანიკური ბაღი არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი. ისაკუთრებს ყველაფერს რაც ქართველ ხალხს ეკუთვნის – არის კვლავ ძალაში. მთელი სახელმწიფო ინსტიტუტები, მერია, კულტურის სამინისტრო, ეკონომიკის სამინისტრო, გარემოს დაცვის სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტრო არიან ჩართულები ამ დასაძრახ საქმეში და პრემიერი არ გრძნობს არავითარ პასუხისმგებლობას,“ – განაცხადა ნუგზარ წიკლაურმა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი: შევდივართ წინასაარჩევნო პერიოდში და ცვლილებები გამორიცხული არ არის
შემდეგი სტატია“უაზროდ ატეხილი ალიაქოთი” – პრემიერი რესპუბლიკელებს პასუხობს