5.8 C
Tbilisi
კვირა, მარტი 15, 2026
banner

ნუგზარ წიკლაური: ილუზიაა, რომ მხოლოდ ერთმანეთს უსწორდებიან ასე გამეტებით-შემდეგი სამიზნე ხალხია

“კრიმინალური ბანდები სასამართლოს ეზოში… ფარცხალაძის კლანს, რომელიც ადრე რეჟიმის ფავორიტი იყო და ახლა მოძულებულია, აცემინებენ მეორე ქუჩის კლანს. ადრე ფარცხალაძე აწყობდა პოლიტიკურ პოგრომებს, ართმევდა წილებს მოქალაქეებს, ხსნიდა ქოლ ცენტრებს და უსწორდებოდა რეჟიმის მოწინააღმდეგეებს. ახლა დრო შეიცვალა: სხვები ატერორებენ რომანოვად სახელშეცვლილს, მის ბიზნესებს, მისი დამსჯელი ბრიგადების წევრებს; კვლავაც რეჟიმის წაქეზებით და მანამ, სანამ ამათაც ახალი სიკვდილის ბრიგადები არ შეცვლიან.

სახელმწიფოს მკვლელობის სურათის დახატვა რომ ეთხოვათ, ამაზე საზარელს და შთამბეჭდავს ძნელად მოიფიქრებდა კაცი: ლამის ნეიტრალური, უტყვი პოლიციის ფონზე კრიმინალური გარჩევა სასამართლოს(!) ეზოში. ილუზიაა, რომ მხოლოდ ერთმანეთს უსწორდებიან ასე გამეტებით. შემდეგი სამიზნე ხალხია, თითოეული ჩვენგანი, მოსწავლე და მასწავლებელი, დიდი და პატარა, უკლებლივ ყველა.

ამდენი მსხვერპლის, ტანჯვის და ბრძოლის შემდეგ, 9 აპრილის, სახელმწიფო გადატრიალების, კრიმინალური ქაოსის, რუსეთთან ომის შემდეგ, ძლივს სახელმწიფოდ რომ ვიქეცით და მსოფლიოს რუკაზე გამოვჩნდით, აი, მაგ ქართულ სახელწიფოს სპობენ და ქვეყანას კვლავ განუკითხაობისკენ მიაქანებენ.

ეს არის ქოცის რეჟიმი. აქ მიდიოდა. პირველივე დღიდან აქ მიდიოდა. შკრილნიკოვ-ჩახალიანები რომ გაუშვეს პატივით, უკვე ცხადი იყო ეს; ბიბლიოთეკასთან რომ პოლიტიკოსებს მიუსიეს კრიმინალები, სახლებთან რო ბანდებს აგზავნიდნენ, უკვე გასაგები იყო, რასაც აკეთებდნენ… ვხედავდით, ვამხელდით, ვებრძოდით, მაგრამ იმ წლებში ვერას გავხდით.

ახლა უკვე აქ მოვედით. მართლა მაცხოვნებელი არავინ დაგვრჩება საკუთარი თავის გარდა, თუ არ გამოვიღვიძეთ. ასე ივლიან, გაძარცვავენ, მოიპარავენ, ოქროს ზოდებს შეინახავენ, სისხლსა და ნადავლში იცურებენ და ბოლომდე დაამხობენ იმას, რასაც სიცოცხლე, წლები და ჯანმრთელობა შევწირეთ”,_  წერს ნუგზარ წიკლაური

banner
წინა სტატიაშინიკოლოზ კვარაცხელიას შეკვეთით, ჯგუფურად განზრახ მკვლელობის ორგანიზების ფაქტზე ბესარიონ ჟვანიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
შემდეგი სტატიაყოფილმა ვიცე-პრემიერმა, ლევან დავითაშვილმა ქვეყანა დატოვა