ნუგზარ წიკლაური : გრიგოლ ვაშაძის წასვლა, ამ განცხადების ფორმა და შინაარსი ჩვენთვის მოულოდნელი და აუხსნელი იყო

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერის ნუგზარ წიკლაურის განცხადებით, გრიგოლ ვაშაძის პარტიიდან წასვლა და მისი განცხადების ფორმა „მოულოდნელი და აუხსნელი“ იყო. როგორც წიკლაურმა ბრიფინგზე განაცხადა, უმჯობესი იქნებოდა, პარტიის ლიდერები ვაშაძის წასვლის თაობაზე უფრო ინფორმირებულები ყოფილიყვნენ. რაც შეეხება მიზეზს, თუ რატომ დატოვა ვაშაძემ „ნაციონალოური მოძრაობა“, წიკლაური ამბობს, რომ გარკვეული აზრთა სხვადასხვაობა, მათ შორის დიპლომატების ჩართულობით მოლაპარაკებებთან დაკავშირებთ იყო, თუმცა „ეს ყოველთვის ხდებოდა“.

„ქვეყანაში პოლიტიკური ვითარება სულ უფრო და უფრო მძიმდება და მისი წასვლა და ამ განცხადების ფორმა და შინაარსი ჩვენთვის მოულოდნელი და აუხსნელი იყო. ვერავითარ შემთხვევაში ვერ გავიზიარებთ ვერც პათოსს და ვერც შინაარსს ამ განცხადების, რომელიც ჩვენთან შეუთანხმებლად გამოაქვეყნა ბატონმა გრიგოლმა. ამავე დროს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“ მუდამ ხდებოდა ცვლილებები, მიდიოდნენ ადამიანები, მაგრამ იმ წასულ ადამიანებს ცვლიდნენ სხვა ადამიანები, რომლებიც ამ მოძრაობას უერთდებოდნენ, რადგან „ერთიანი ნაციონალურ მოძრაობა“ არის მთავარი ოპოზიციური პოლიტიკური პარტია, რომელსაც შეუძლია ქვეყანაში ამ დიქტატორის შეცვლა. ეს არის უმთავრესი. როდესაც ასეთი განცხადებები კეთდება, უმჯობესია, რომ პარტიის ლიდერშიფი, ის ადამიანები, რომლებიც ამდენი წლის განმავლობაში არიან პარტიაში, იყვნენ უფრო სრულად ინფორმირებულნი, რათა არ გაჩნდეს კითხვის ნიშანი და სხვადასხვა ინსინუაციების შესაძლებლობა“,- განაცხადა წიკლაურმა.

banner
წინა სტატიაშისერგი კაპანაძე : დიდი ალბათობით, დღის ბოლომდე ჩვენი მხრიდან პარლამენტში შევა განცხადებები, ვიმედოვნებ, სხვებიც იმავეს გააკეთებენ და გაფორმდება ერთპარტიული პარლამენტი
შემდეგი სტატიაფიქრია ჩიხრაძე – არჩევნები დამთავრდა და ხელისუფლებამ დაიწყო თავისი ნამდვილი სახის გამოჩენა