ნუგზარ წიკლაური, გივი თარგამაძე და კობა ხაბაზი დაკითხვაზე დაიბარეს

“ნაციონალური მოძრაობის” წევრები ნუგზარ წიკლაური და გივი თარგამაძე დაკითხვაზე დაიბარეს. ნუგზარ წიკლაურის ინფორმაციით, მას სუს-იდან დაუკავშირდენენ და აცნობეს, რომ უწყებას გადასცემენ.

დაკითხვაზეა ასევე დაბარებული საპარლამენტო უმცირესობის კიდევ ერთი წევრი გივი თარგამაძე, აღნიშნულ ინფორმაციას დეპუტატი ირმა ნადირაშვილი ავრცელებს.

დღეს დაკითხვაზე ასევე დაბარებულია „თავისუფალი ზონის“ ხელმძღვანელი კობა ხაბაზი.

ნუგზარ წიკლაური ე.წ. მოდულის შენობაში დღეს 12:00 საათზე, კობა ხაბაზი 15:00 საათზე, ხოლო გივი თარგამაძე 16:00 საათზეა დაბარებული.

შეგახსენებთ, რომ უკრაინულ ვებ-გვერდზე დღეს მორიგი აუდიო ჩანაწერი გავრცელდა, სადაც მიხეილ სააკაშვილთან სატელეფონო საუბარში, ნუგზარ წიკლაური და გივი თარგამაძე ფიგურირებენ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი არეშიძემ თანამდებობა დატოვა
შემდეგი სტატიადავით ნარმანია: ის შეზღუდვები, რაც არსებობს გზებზე იწვევს დისკომფორტს და ბოდიშს გიხდით