ნუგზარ წიკლაური განცხადებას ავრცელებს

არ მინდოდა პასუხის გაცემა უზნეო ტყუილების ორგანიზებულ კამპანიაზე, თითქოს ”მწვანე სკოლა” არის ჩემი საკუთრება, მაგრამ ქართული ოცნების დაფინანსებული სიცრუის ნიაღვარი მისწვდა უამრავ ადამიანს და შესაძლოა შეუქმნა მათ მცდარი წარმოდგენა. ამიტომ, მთელი საზოგადოების გასაგონად საჯაროდ ვამბობ, რომ:

1. არ ვფლობ და არც არასოდეს ვფლობდი არცერთ სკოლას. ასე რომ ყოფილიყო, ნამდვილად არ დავმალავდი, რადგან სკოლა არც ანგოლასთან იარაღით უკანონო ვაჭრობაა და არც ბიტკოინების საწარმო.

2. ჩემი მეუღლე ელისო ნიჟარაძე უკვე 20 წელია მუშაობს ამ სკოლაში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად და ბოლო წლებში დირექტორის მოადგილედ კერძო სექტორის სასწავლო ნაწილში.

3. რეჟიმის ძალადობის მსხვერპლი – ტრაგიკულად გარდაცვლილი ბიჭი ლუკა სირაძე სწავლობდა ამ სკოლის საჯარო სექტორში და მას არანაირი შეხება კერძო სექტორთან არ ჰქონია.

როგორც არ უნდა ეცადოს მკვლელი რეჟიმი თავის გადარჩენას, მასთან ბრძოლა არ შეწყდება და ყოველი ახალი ძალადობა მის აღსასრულს მოაახლოვებს: აქვე ვეუბნები მათ, რომ ამ ბრძოლაში ვიქნები მთელი ჩემი ძალით და გულით საბოლოო გამარჯვებამდე-წერს ნუგზარ წიკლაური “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე.

banner
წინა სტატიაში“მწვანე სკოლა” 15 წლის ლუკა სირაძისგან მიყენებული ზარალის ანაზღაურების სახით 300 ლარს ითხოვდა
შემდეგი სტატიააშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა რუსეთის წინააღმდეგ მკაცრი სანქციების დაწესების შესახებ კანონპროექტს მხარი დაუჭირა