ნუგზარ წიკლაური: დღეს დაიწყო განთავისუფლების ისტორიული პროცესი

დღეს დაიწყო განთავისუფლების ისტორიული პროცესი, რომლის შეჩერების ძალა არცერთ რუს ოლიგარქს და დიქტატორს არ აქვს.
უკრაინის მოვლენებმა და მიშას ტრიუმფალურმა ჩასვლამ კიევში ახალი ძალა მისცა ათასობით, ათიათასობით, ასიათასობით პატრიოტს, რომელიც თავისუფლებისთვის იბრძვის.

დღევანდელი გმირული ეპოპეა და სიმართლის გამარჯვება პირდაპირ უკავშირდება ჩვენს სამშობლოს – საქართველოს – და ენერგიით ავსებს ჩვენს უძვირფასეს ხალხს, ჩვენს გმირულ აქტივს, ჩვენს თავდადებულ პატრიოტ მებრძოლებს.

ძვირფასო მეგობრებო!
თქვენი, ჩვენი უმძიმესი ბრძოლა არ იყო ფუჭი. თქვენი ბრძოლა თავისუფლებისთვის შევა საქართველოს ისტორიაში, როგორც ყველაზე ნათელი, მართალი და ჰეროიზმით აღბეჭდილი ფურცელი.

დიდი მადლობა ამ თავდადებისთვის, ერთგულებისთვის, ღირსებისთვის!
დიდი მადლობა თქვენ, რომ ერთი გუნდი ვართ, საქართველოსთვის მებრძოლთა გუნდი.

გამარჯვება ახლოსაა და ის ჩვენგან ითხოვს მთელი ძალების მოკრებას, შეკავშირებას, ერთობას, პატიოსანი ადამიანების ერთობლივ ძალისხმევას საქართველოს ერთგულების სახელით.

დღეს მე მშურს უკრაინის, მაგრამ ხვალ არავისი არ შეგვშურდება, რადგან ჩვენი ულამაზესი, დიდებული ქვეყანაც მალე აღიდგენს შელახულ ღირსებას.

ვერ შეგვაჩერებენ!
დიქტატურას მომავალი არ აქვს!
ძალა ერთობაშია!-წერს ნუგზარ წიკლაური.

banner
წინა სტატიაშიმე ვიქნები თქვენთან ერთად და მე დაგეხმარებით ყველაფერში თქვენ
შემდეგი სტატიაერთადერთი ქვეყანა დარჩა, სადაც არ მიშვებენ, მაგრამ საქართველოშიც მალე დავბრუნდები