ნუგზარ წიკლაური: ასეთი ანტიდასავლური განცხადებები შემთხვევით არ კეთდება

ნუგზარ წიკლაური: საბოლო მიზანი კი იქნება საქართველოს უნიათო ხელისუფლების მოცილება

“ასეთი ანტიდასავლური განცხადებები შემთხვევით არ კეთდება:
ავტორიტეტული ორგანიზაციის – ფრიდომ ჰაუსის დასკვნა დაგმეს პრემიერ მინისტრმა კვირიკაშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარე კობახიძემ, დეპუტატებმა და მინისტრებმა.
რეალურად ეს არის ივანიშვილის ხელისუფლების ლიდერების ყველაზე აშკარა და დაუფარავი ერთობლივი შეტევა დასავლური უფლებადამცველი ორგანიზაციების და დემოკრატიული სამყაროს წინააღმდეგ.
ეს შეტევა არის კოორდინირებული უშუალოდ ივანიშვილის მიერ და წარმოადგენს უდიდეს საფრთხეს საქართველოს ევროპული განვითარებისთვის.

ივანიშვილის ავტორიტარული მმართველობა საბოლოოდ დადგა იანუკოვიჩის გზაზე და ახლა ქართული საზოგადოების, პოლიტიკოსების, ახალგაზრდების მოქმედების დროა”-აცხადებს ნუგზარ წიკლაური.

banner
წინა სტატიაშიხარშილაძე სააპელაციო სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო
შემდეგი სტატია“მე არ მითქვამს როდის დავარტყამდით სირიას” – დონალდ ტრამპი