ნუგზარ სულაშვილი: “რა მოხდა სინამდვილეში ევროპარლამენტში?”

წერს საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ემირანტი, საფრანგეთი-საქართველოს ურთიერთანამშრომლობის გენერალური ასამბლეის აღმასრულებელი დირექტორი ნუგზარ სულაშვილი.

წერს საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ემირანტი, საფრანგეთი-საქართველოს ურთიერთანამშრომლობის გენერალური ასამბლეის აღმასრულებელი დირექტორი ნუგზარ სულაშვილი. მინდა მოგახსენოთ, რომ უკანსკნელ პერიოდში ქართული მხარე დაჟინებით მოითხოვს სხდომები დახურულ კარს მიღმა ჩატარდეს და ამის სერიოზული საფუძველი გააჩნიათ. მათ არ სურთ, ევროპარლამენტარების კრიტიკა, მწვავე ტონი და შენიშვნები საზოგადოებისთვის გასჯაროვდეს. ხელისუფლებას ავიწყდება, რომ მათ გარდა არსებობენ ადამიანები, ვისთვისაც ამ სტრუქტურაში ინფორმაციის გადამოწმება მეგობრების, კოლეგების, ან უბრალოდ ნაცობების დახმარებით შეუძლიათ არა ზოგადი სახით, არამედ დეტალურად. ამჯერადაც, როგორც უკვე მოგახსენეთ ქართულმა მხარემ სხდომის დახურვა და პირდაპირი ტრანსლაციის შეწყვეტა მოითხოვა, რადგან იცოდნენ უამრავ უხერხულ კითხვაზე მოუწევდათ პასუხის გაცემა და ნამდვილად არ შეცდნენ… კრიტიკული შეკითხვები თითქმის ყველა ფრაქციას ჰქონდა და საკმაოდ მკაცრი ტონით დაისვა არა ერთი კითხვა:

1. რატომ ვერ შესძლო საქართველოს ხელისუფლებამ გარკვეული პროგრესის მიეღწევა დემოკრატიის სფეროში?

2. რატომ არის შესუსტებული მედიაპლურალიზმი და კანონის უზენაესობა?

3. რატომა ჰყავს საქართველოს პოლიტპატიმრები და რატომ დაინერგა შერჩევითი სამართალი?

კითხვები დაისვა გიგი უგულავასთან დაკავშირებით ევროპის სახალხო პარტიის მხრიდან და მათი დამოკიდებულება საკმაოდ მწვავე ხასიათის იყო. გაერთიანებული სამეფოს წარმომადგენელი ბატონი ტენოკი შეეხო ისლამურ პრობლემებს და საქართველოს ხელისუფლება დაადანაშაულა უყურადღებობაში, ვინაიდან ისალამისტურ ხალიფატში სწორედ ჩვენი ქვეყნის მოქალაეები ლიდერობენ, რაც არა მხოლოდ საქართველოსთვის, მთელი მსოფლიოსთვის სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს. პარლამენტის დეპუტეტებმა გააკრიტიკეს ქვეყანაში დანერგილი სიძულვილის პროპაგანდა, რომელსაც ხელს უწყობს არსებული ხელისუფლება, რაც ქმნის სერიოზულ საშიშროებას საქმოქალაქო დაპირისპირების საესკალაციოდ. ყველაზე მოულოდნელი ქართველი მინისტრებისთვის აღმოჩნდა, ერთ ერთი პარლამეტარის (სამწუხაროდ გვარს ვერ ვიხსენებ) გამოსვლა, რომელმაც პროტესტის ნიშნად სტალინის ფოტოები გამოფინა და წულუკიანს მიმართა: თქვენ ბრუნდებით იმ ეპოქაში, რომელსაც სტალინიზმი ჰქვია.

საქართველოს ხელისუფლება ახდენს სატალინიზმის რეაბილიტაციას და თავს იმის უფლებას აძლევთ ღიად, მოურიდბელად, საზეიმო ვითარებაში გახსნათ მისი ძეგლები სხვადასხვა რეგიონებში, ამიტომ საქართველოს ადგილი ევროპულ სივრცეში არ არსებობს! თვენ მიექანებით უტოპიაში და ეს ხდება დაინტერესებული სახელმწიფოს საამებლად! წუკუკიანმა თავდაცას თავდასხმა ამჯობინა (მას ყოველთვის ჰყოფნის ამის სითავხედე) და პარლამენტარებს 9 წლიანი რეჟიმი შეახსენა. ის ამჯერად ისევ სააკაშვილს შეეხო, თუმცა დეპუტატ აუსტრევიჩუსის რეპლიკამ ” სააკაშვილმა სახელმწიფოდ გაქციათ” წუკუკიანს სახე აულეწა და ტონალობა შეცვალა.

წულუკიანის “ხეპრეობის” გამოსწორება კვირიკაშვილმა სცადა. მან შედარებით გულახდილად ისაუბრა ქვეყანაში არსებულ პრობლემებზე და პირობა დადო, უახლოეს მომავალში “გამოვსწორდებითო” ვიზალიბერალიზაციასთან დაკავშირებით ევროპარლამენტი ერთსულოვანი აღმოჩნდა და განაცხადა: არ იქნება მათი მხრიდან პოლიტიკური მხარდაჭერა უვიზო მიმოსვლათან დაკავშირებით, თუ ხელისუფლება თავისუფალ სიტყვას ჩაახშობს და რუსთავი 2-ს დახურვით დაემუქრება. პ.ს. უახლოეს დღეებში კვლავ ვაპირებ ჩემს მეგობრებთან შეხვედრას და კიდევ უფრო დეტალურად შევეცდები გაგაცნოთ ის ინფორმაციები, რომელსაც საქართველოს ხელისუფლებამ საკუთარ მოსახლეობას უსინდისოდ უმალავს–წერს საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ემირანტი, საფრანგეთი-საქართველოს ურთიერთანამშრომლობის გენერალური ასამბლეის აღმასრულებელი დირექტორი ნუგზარ სულაშვილი.

 

banner
წინა სტატიაშიბრიტანეთში სამი ერაყელი ელჩის გატაცების მცდელობის გამო დააკავეს
შემდეგი სტატიაკახა კუკავა:”ეს არის საქართველოს რაიონების დაჩეხვა”