ნუგზარ ბოჭორიშვილის თქმით მისგან 10 მილიონ ევროს სოსო თოფურიძე ითხოვდა (ვიდეო)

ე.წ. “კოკაინის საქმის” ერთ-ერთი ფიგურანტი ნუგზარ ბოჭორიშვილი პირველ კომენტარს გააკეთებს. ბოჭორიშვილი სკანდალური საქმის დეტალებზე ტელეკომპანია “იბერიის” ეთერში საუბრობს. გადაცემა “პრიორიტეტებში” პირდაპირ ეთერში ჩართვისას ბოჭორიშვილმა სრულად უარყო მის მიმართ გამოთქმული ბრალდებები და ასევე გავრცელებული ინფომრაცია იმის შესახებ, რომ პოლიტპატიმართა სიაში შეყვანისთვის მან დეპუტატ მანანა კობახიძეს და პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს ეკა ბესელიას 200 ათასი დოლარი გადასცა. ნუგზარ ბოჭორიშვილი გაზეთ “ქრონიკა+”-ის რედაქტორს ელისო კილაძეს პასუხობს და მისგან ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებების წარდგენას მოითხოვს.
ის საკუთარ თავს პოლიტპატიმარს უწოდებს და აცხადებს, რომ სააკაშვილის ხელისუფლeბამ მისი დევნა დაიწყო, რაც შემდგომ მისი ოჯახის წევრების დაპატიმრებით დასრულდა, თავად კი ამ დროისთვის საბერძნეთში იმყოფება. ბოჭორიშვილი სააკაშვილის ხელისუფლების მაღალჩინოსნებს ასახელებს, მათ შორის სოსო თოფურიძეს, რომელის როგორც ბოჭორიშვილი ამბობს , თავისუფლების სანაცვლოდ მისგან 10 მილიონ ევროს ითხოვდა.

https://www.youtube.com/watch?v=FhDo18EgP_8&feature=youtu.be

banner
წინა სტატიაშიგია კელენჯერიძე ეკა ბესელიას პოლიტ-პატიმრების სიის შედგენისას კორუფციულ გარიგებებში ადანაშაულებს
შემდეგი სტატიახელისუფლების მხრიდან კარტელი შეიქმნა და ნარკოდანაშაულში მხილებულებს ლობირებენ – ელისო კილაძე