ნუცუბიძის ქუჩაზე მსუბუქი ავტომანქანა 21 წლის გოგონას დაეჯახა

ავტოსაგზაო შემთხვევა ნუცუბიძის ქუჩაზე.

მსუბუქი ავტომანქანა ქვეითად მოსიარულე 21 წლის გოგონას დაეჯახა. დაშავებული რესპუბლიკურ საავადმყოფოში კომატოზურ მდგომარეობაში გადაიყვანეს. ის მართვით სუნთქვაზე იმყოფება. ავტომანქანის მძღოლი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. საქმე 276-ე მუხლით აღიძრა, რაც საგზაო მოძრაობის წესების დარღვევას ითვალისწინებს.

banner
წინა სტატიაშილარის გაუფასურების ერთ-ერთ მიზეზად ექსპერტები მთავრობის მიერ დაანონსებულ რეგულაციებს ასახელებენ
შემდეგი სტატიავარძიაში სარეაბილიტაციო სამუშაოებს კულტურის მინისტრი და განათლებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გაეცნობიან