ნუცუბიძის პლატოზე სატვირთო ავტომანქანებით გადაადგილება გარკვეულ საათებში შეიზღუდება

მაჭავარიანის ქუჩისა და მარშალ გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი გზის მშენებლობიდან გამომდინარე არსებული სატრანსპორტო შეზღუდვების გამო, ნუცუბიძის პლატოზე მობილობის განსაკუთრებულად მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა.

საგზაო მოძრაობის განტვირთვის მიზნით, 3 ივნისიდან, 08:00 – 12:00 და 17:00 – 20:00 საათებში, ი. ბერიტაშვილის, რ. ჩხიკვაძის (ყოფილი ძოწენიძის ქუჩა), ბ. ჟღენტისა და ე. ბედიას ქუჩებზე სატვირთო ავტომობილებით გადაადგილება შეიზღუდება.

banner
წინა სტატიაშიბუჩუკური – ფაქტია, რომ გიორგი გახარია და ჩვენი გუნდი ქართულ პოლიტიკურ სივრცეში ახალ ამინდს ქმნის
შემდეგი სტატიაკახა კუჭავა ლატვიის ელჩს შეხვდა