ნუცუბიძის პლატოზე გარდაცვლილი მამაკაცის მეზობლის განცხადებით, შსს-ს ინტერვიუ საკუთარი ნებით მისცა

ნუცუბიძის პლატოზე გარდაცვლილი მამაკაცის მეზობელი აცხადებს, რომ შსს-ს ინტერვიუ საკუთარი ნებით მისცა.

ნოდარ შანიძემ, რომელმაც სამინისტროსთვის მიცემულ ვიდეოინტერვიუში აღნიშნა, რომ 34 წლის მამაკაცს ფსიქიკური პრობლემები ჰქონდა და მედიკამენტებს იღებდა, დღეს ჟურნალისტებთანაც იგივე გაიმეორა.

მისი თქმით, შსს-ს გადამღები ჯგუფი სადარბაზოსთან დახვდა და საკუთარი ნებით მიაწოდა ინფორმაცია გარდაცვლილი მამაკაცის შესახებ.

რაც შეეხება შეკითხვას, საიდან ჰქონდა ინფორმაცია, რომ მამაკაცი ფსიქიკურად იყო დაავადებული, მან აღნიშნა, რომ გარდაცვლილის ოჯახი მისი კარის მეზობელია.

შეგახსენებთ, თბილისში, ნუცუბიძის პლატოზე დაკავების მომენტში ახალგაზრდა მამაკაცი შეუძლოდ გახდა და ადგილზე გარდაიცვალა. მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაიწყო საქართველოს მთავარმა პროკურატურამ. ფაქტთან დაკავშირებით, განცხადება და ვიდეომასალა გაავრცელა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. ერთ-ერთი თვითმხილველის განცხადებით, ახალგაზრდა მამაკაცი სამართალდამცველებს სთხოვდა, გაეთავისუფლებინათ, რადგან ცუდად იყო, თუმცა პოლიციელებმა ეს არ გაითვალისწინეს.

banner
წინა სტატიაშიდაკავებულ დეკანოზთან მისი უფლებადამცველები შევიდნენ
შემდეგი სტატიაანდრეას გლოდე უწყებრივი მედლით „გენერალი კვინიტაძე“ დაჯილდოვდა