ნუცუბიძის მე-4 პლატოზე გარდაცვლილ პირთან დაკავშირებით მეზობლები საუბრობენ

თბილისში, ნუცუბიძის მე-4 პლატოზე გარდაცვლილ პირთან დაკავშირებით მეზობლები საუბრობენ. მეზობლების ინფორმაციით, ოჯახური მდგომარეობიდან გამომდინარე, მამაკაცი პერიოდულად სვამდა, თუმცა ალკოჰოლდამოკიდებული არ ყოფილა.

“პირს, რომელიც გარდაიცვალა, ორი წლის წინ ძმა მოუკვდა, ასევე ცოტა ხნის წინ გარდაეცვალა ბიძაშვილი, მცირეწლოვანი ბავშვი და ამის გამო ნერვიულობის ნიადაგზე სვამდა, ის კონფლიქტური არ ყოფილა”, – განაცხადა მეზობელმა ქეთინო თოდრიამ.
მან გუშინ დაკავების მომენტიც გაიხსენა და აღნიშნა, მამაკაცის დაკავებაში ორი პოლიციელი მონაწილეობდა.
“ამ ორი პოლიციელიდან ერთი მიხვდა, რომ ნასვამი იყო და ამბობდა, რომ შევეშვათო, თუმცა მეორე პოლიციელმა ხელები გადაუგრიხა და მისი დაკავება სცადა. გარდაცვლილი პირი კონკრეტულად ამ პოლიციელებს არ აგინებდა, არამედ ზოგადად გაღიზიანებული ჩანდა”, – განაცხადა ქეთინო თოდრიამ.

banner
წინა სტატიაშირეგულაცია ევროკავშირის არამოქალაქე ვიზიტორებისთვის – დოლიძის განმარტება
შემდეგი სტატიასაქართველოს მოქალაქეთა 66% ენდობა ევროკავშირს – აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ჩატარებული კვლევა