ნუცუბიძეზე დაკავებისას გარდაცვლილის ადვოკატი და ოჯახის წევრები პროკურატურაში იმყოფებიან

ნუცუბიძის ფერდობზე დაკავების დროს გარდაცვლილი პაატა პავლიაშვილის ადვოკატი მთავარ პროკურატურაში მივიდა. ლევან ვეფხვაძეს მთავარი საგამოძიებო უწყება საქმის მასალებს გააცნობს. ის პროკურატურაში გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან ერთად მივიდა.

პავლიაშვილის ინტერესების დამცველმა პროკურატურას გარდაცვლილის ოჯახის დაზარალებულად ცნობა დღეს მოსთხოვა და განცხადებით თბილისის პროკურატურას მიმართა. ჯერჯერობით უცნობია, რა გადაწყვეტილებას მიიღებს საგამოძიებო უწყება.

პავლიაშვილის ოჯახის წევრებმა ჟურნალისტებთან საუბარი არ ისურვეს. ადვოკატის თქმით, სავარაუდოდ, პროკურატურა მათ მასალებს გააცნობს.

„სავარაუდოდ, დაზარალებულად ცნობა არ მოხდება. მოხდება მასალების გაცნობა. ველდოებით მასალების გაცნობას. უფლებამონაცვლედ ცნობის თაობაზე 48 საათიანი ვადა აქვთ, შესაბამისად, პასუხი უნდა გაგვცენ. ჯერ გადაკვალიფიცირება ოფიციალურად არ მოგვითხოვია. თუმცა, უნდა მოხდეს კვალიფიკაციის შეცვლა,“ – განაცხადა ადვოკატმა, ლევან ვეფხვაძემ.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე: კონსტიტუციაში ნორმები ვენეციის კომისიასთან შეთანხმების მიხედვით შეიცვლება
შემდეგი სტატიაშინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო განცხადებას ავრცელებს