ნუცუბიძეზე, 35 წლამდე მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად დაიჭრა

ნუცუბიძეზე, 35 წლამდე ასაკის მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის შედეგად დაიჭრა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის დროს, მამაკაცი სახლში მარტო იმყოფებოდა, ის ცეცხლსასროლ იარაღს წმენდდა, რა დროსაც იარაღი გაუვარდა.

დაჭრილი მამაკაცი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა საავადმყოფოში გადაიყვანა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.

banner
წინა სტატიაშიაშშ-ს სახელმწფო მდეივანმა ვენესუელაში სამხედრო ოპერაციის ჩატარება არ გამორიცხა
შემდეგი სტატიათბილისის ზღვაზე მამაკაცის ცხედარი იპოვეს