გურამ დადიანიძის დაკარგვის საქმესთან დაკავშირებით ახალი მნიშვნელოვანი გარემოებები იკვეთება,– წერს ნუცა თოფურია სოციალურ ქსელში.
,,ჩვენთვის არსებული ინფორმაციით, გურამ დადიანიძე გარკვეული პერიოდის განმავლობაში ფსიქოლოგისა და ფსიქიატრის კონსულტაციებს გადიოდა. აღნიშნული გარემოება გამოძიებისთვის შესაძლოა მნიშვნელოვანი იყოს. შესაბამისად, აუცილებელია დადგინდეს, რა იყო სპეციალისტებთან მიმართვის მიზეზი, რა სახის დახმარებას იღებდა გურამ დადიანიძე და როგორი იყო მისი მდგომარეობა დაკარგვამდე პერიოდში.
ჩვენთვის რთულად წარმოსადგენია, რომ გურამ დადიანიძის მამიდას არ ახსოვდეს, რომელ ფსიქოლოგთან და ფსიქიატრთან დაჰყავდა გურამი და რა მიზნით.
თუ ვინმეს გაქვთ ინფორმაცია იმ ფსიქოლოგისა და ფსიქიატრის შესახებ, რომლებთანაც გურამ დადიანიძეს შესაძლოა კონსულტაცია ჰქონოდა, გთხოვთ, მოგვაწოდოთ აღნიშნული ინფორმაცია.
ნებისმიერი, ერთი შეხედვით უმნიშვნელო დეტალიც კი, შესაძლოა მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს გურამ დადიანიძის დაკარგვასთან დაკავშირებული გარემოებების დასადგენად!”,– წერს ნუცა თოფურია.








