ნუ ვიქნებით სუბიექტურები და ვთქვათ, რომ მიხეილ სააკაშვილის დევნა პოლიტიკურია – რომან გოცირიძემ

საპარლამენტო ფრაქციის ”ნაციონალური მოძრაობა” თავმჯდომარე რომან გოცირიძემ განაცხადა, რომ მოსამართლეები არაფორმალური მმართველის მარიონეტები არაიან.

”დღეს, რაც სასამართლო სისტემაში ხდება უკვე ნათელია ყველასთვის, ის ჩამოიშალა, არ არსებობს ქვეყანაში სამართლიანი სასამართლო და მას მართავს სასამართლო კლანის მეშვეობით ერთი ადამიანი, რომლის ხელშიც ისაა უმნიშვნელოვანესი ბერკეტი რეპრესიული პოლიტიკის გატარების.

პარლამენტში მიმდინარე მოვლენებმაც დააჩქარა სრული ლუსტრაცია, ფარდა ახადა სასამართლო სისტემაში მიმდინარე მოვლენებს, გამოაშკარავა ყველა ის დანაშაული, რაც 7 წლის განმავლობაში ამ სისტემაში ხდებოდა, ამის შედეგია გუშინ და დღეს რასაც ვხედავთ – ქართული ოცნების მონოლითური გუნდის დაშლას.

სასამართლოს საკითხი არაა მხოლოდ იურიდიული კუთხით დასანახი, სამწუხაროა, რომ 7 წლის მერე მივხვდით, თუმცა ოპოზიცია ყოველდღე ვსაუბრობდით ამაზე.

უპრეცედენტო რამ მოხდა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესთან დაკავშირებით საქართველოს პოლიტიკურ თუ სასამართლო ისტორიიის განმავლობაში.

ქალბატონი გვენეტაძე ისე გაქრა, არავინ იცის სადაა და რა მოუვიდა, არავისთვისთვის უთქვამს რატომ მიდიოდა საერთოდ. მათ შორის პრეზიდენტი მარგველაშვილიც არ საუბრობდა იმაზე თუ რა მოუვიდა მას, მაშინ როდესაც მისი პასუხისმგებლობაცააა. ახლა გავიგეთ მისი ყოფილი თანაშემწის ენით მედიიდან, რომ კლანის მიერ მიდიოდა მასზე ზეწოლა და თურმე ფიზიკური ანგარიშწორების საფრთხეც კი ემუქრებოდა. კვლავ ფარდაა ჩამოფარებული ამ ისტორიასთან დაკავშირებით.

ხშირად მოვიხსენიებთ მოსამართლეეებს კლანად, ეს არის რბილი შეფასება მათი საქმიანობის, ნუ წარმოვადგენთ დემონებად, რომლებსაც თურმე მძევლად ჰყავს აყვანილი პარლამენტი და დღის წესრიგს განსაზღვრავს. რა თქმა უნდა ესააა კლანი, რომელიც საკუთარ ინტერესებს იცავს, მაგრამ მათი ამ ფორმით ორგანიზება არაფორმალური მმართველის მიერ მოხდა, რათა შემდეგ პოლიტიკური ინტერესებისთვის გამოიყენოს. ისინი არაფორმალური მმართველის მარიონეტები არიან.

ვანო ზარდიაშვილი და მსგავსი ადამიანები არიან შიკრიკები, სასამართლოდან შუშის სასახლემდე და პირიქით.

სასამართლო არის რეპრესირებული პოლიტიკის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი. აქეთ არის შსს – ვხედავთ გამოუძიებელ საქმეებს და პოლიტიკური ნიშნით ადამიანების დევნას, იქით არის სუსი, რომელსაც 7 წლის განმავლობაში ერთი ჯაშუში არ დაუკავებია და მისი მთავარი ამოცაანააა პოლიტიკური პარტიების მოსმენები, დევნა და არჩევნებში ხელისუფლების გამარჯვების უზრუნველყოფა, და სასამართლო ერთ-ერთი მძლავრი ბერკეტი, რომელიც არის საბოლოო ინსტანცია რეპრესიებისა, ვინაიდან სასამართლოს მართვა ნიშნავს იმას, რომ გამოყენებული იქნას არჩევნებში და არასდროს ობიექტური არჩევნები არ ჩატარდეს, ნებისმიერი საარჩევნო დარღვევის გასაჩივრებისას სასამართლო ყოველთვის გაამართლებს, ასევე პოლიტიკური ნიშნით ადამიანების დევნა და ჩვენ ვხედავთ თუ როგორ იქცევა სასამართლო ამ მიმართულებით, ასევე ფულთან დაკავშირებული საკითხები – ბიზნეს დავების გადაწყვეტა და ვხედავთ რა საშინელი გადაწყვეტილებები მიიღო სასამართლომ უცხოელ ინვესტორებთან დაკავშირებით, თუნდაც თიბისი ბანკთან დაკავშირებით, თქვენ რომელიმეს გაქვთ ილუზია, რომ სასამართლოში რამე გაირკვევა, არ გაირკვევა და სწორედ ამიტომ ხდება მორიგება/გარიგება თიბისი ბანკსა და ეროვნულ ბანკს შორის.

აშშ-ის სავაჭრო პალატამ სია გამოაქვეყნა იმ ბიზნეს ორგანიზაციების, რომლებიც სასამართლო სისტემის მიერ არიან რეპრესირებულნი.

საბოლოო ჯამში მთავარი მიზანია პოლიტიკური რეპრესიების გამფორმებელი იყოს სასამართლო.

მინდა აღვნიშნო ყველა, ვინც სასამართლოს მხილებაში დადებითი როლი ითამაშა და დღეს არის მცდელობა გაუმჯობესდეს ეს კანონი, მათ შორის ევროპული საქართველოს ინიციატივა, ისევე როგორც სხვა მოსამართლებების მხრიდან ალტერნატიული კანონპროექტების შემოტანა.

როდესაც სასამართლო სისტემის გაჯანსაღებაზე ვლაპარაკლობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს თუ როგორ იქმნებოდა ამ 7 წლის განმავლობაში სასამართლო და ნუ იქნებით სასამართლოს გაუმჯობესების პროცესში უსამართლოები.

სამარცხვინო პროცესები მიდის ეგრედ წოდებულ პიჯაკების საქმეზე, ასევე ჯანაშიას საქმე, როდესაც პრეზიდენტ იუშენკოს აბანოში გაწეულ ხარჯებს ედავებიან, ასევე ბავშვებისათვის წიგნების დარიგებისთვის და ყურბან ბაირამობის დროს ცხვრის დაკვლისთვის აზერბაიჯანულ სოფელში, ესააა დანაშაული და ქალბატონმა სალომე ზურაბიშვილმა კლარნეტი, რომ უყიდა მუსიკოსს ეს არაა დანაშაული?

ნუ ვიქნებით სუბიექტურები და ვთქვათ, რომ მიხეილ სააკაშვილის დევნა პოლიტიკურია” – განაცხადა რომან გოცირიძემ

banner
წინა სტატიაშიბიძინა ივანიშვილის დაკვეთის ხუთოსანი შემსრულებელი – ანა დოლიძე ირაკლი კობახიძეზე საუბრობს
შემდეგი სტატია(Video) ირაკლი კობახიძემ კენჭისყრის დაწყებამდე დეპუტატებს შეახსენა, რომ მწვანე ღილაკი თანხმობას ნიშნავს, წითელი კი უარყოფას