ნუ წამაქეზებენ… თუ დავიწყებ ბოლომდეც მივიყვან – ეკა ბესელია იმპიჩმენტთან დაკავშირებით მმართველი გუნდის პოზიციას ეხმაურება

ნუ წამაქეზებენ- ასე პასუხობს ეკა ბესელია მმართველი გუნდის წევრის მამუკა მდინარაძის გამოხმაურებას მის განცხადებაზე, კობახიძის იმპიჩმენტთან დაკავშირებით, სადაც მდინარაძე ბესელიას სიტყვებს არასერიოზულს უწოდებს.

ბესელია ყოფილ თანაგუნდელებს ურჩევს, რომ არ გამოიწვიონ ის. მისივე თქმით, მას ჯერ იმპიჩმენტის პროცესი არ დაუწყია, თუმცა თუ ამას გადაწყვეტს, საქმეს ბოლომდეც მიიყვანს.

„ვისაც არასერიოზულად მიაჩნია, ერთ მშვენიერ დღეს არ აღმოაჩინოს, რომ ეს უფრო სერიოზულია, ვიდრე ჰგონიათ. მაგრამ მე ეს პროცესი ჯერ არ დამიწყია. მე ვთქვი, როდესაც მკითხეს გამოვრიცხავ თუ არა და ვთქვი, რომ არ გამოვრიცხავ. მაგრამ არ დამიწყია. თუ დავიწყებ ბოლომდეც მივიყვან, იმიტომ რომ რასაც ვიწყებ ის ბოლომდე მიმყავს. ამიტომ ნუ წამაქეზებენ. მე ვიცი როდის რა ნაბიჯი გადავდგა. წინ არის ძალიან მნიშვნელოვანი რამდენიმე კენჭისყრა კიდევ, რომელიც ეხება კანონპროექტებს, როგორ მოხდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების არჩევა,“-განაცხადა ეკა ბესელიამ.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გახარია ნატოს საზღვაო ძალების სარდალს, სერ კლაივ ჯონსტონს შეხვდა
შემდეგი სტატიაპროკურატურამ თიბისი ბანკის საქმეზე დეტალური ინფორმაცია გაავრცელა