“ნუ შეგეშინდებათ” – პროფესორ-მასწავლებლები 28 ნოემბრის აქციას უერთდებიან

პროფესორ-მასწავლებლები 28 ნოემბრის აქციას უერთდებიან. ამის შესახებ მათ საგანგებო განცხადება სიმბოლურად სახელმწიფო უნივერსიტეტის ეზოში გააკეთეს.

პროფესორ-მასწავლებლებმა ასევე მოქალაქეებს მოუწოდეს, ნუ შეეშინდებათ და ქვეყნის მომავლის დასაცავად ქუჩაში გავიდნენ.

ვუერთდებით 28 ნოემბრის აქციას და მოვუწოდებთ იმ ხალხს, რომელიც ჩვენთან ერთად იდგა 1 წლის წინ, სწორედ იმ პროფესორ-მასწავლებლებს, რომლებიც უნდა იყოთ საზომი საზოგადოების – აუცილებლად გამოდით. უნდა გადავლახოთ ეს შიში და ერთხმად დავანახოთ მსოფლიოს და ჩვენს საზოგადოებას, რომ ჩვენ ვერ ვიქნებით ჩაკეტილი ქვეყანა, ჩვენ ვერ ვიქნებით იზოლირებული ქვეყანა და ქვეყანას ვერ ექნება განათლების სისტემა, მეცნიერება და ხელოვნება, თუ ის იქნება ასეთ იზოლაციაში. გელოდებით ყველას 28 ნოემბერს, ნუ შეუშინდებით არსებულ სიტუაციას”, – განაცხადეს პროფესორ -მასწავლებლებმა.

banner
წინა სტატიაში“არ გვეშინია” – რუსთაველზე საპროტესტო მსვლელობა განახლდა
შემდეგი სტატია500-ზე მეტი მსოფლიო არტისტი პაატა ბურჭულაძის მხარდამჭერ პეტიციას უერთდება