ნუ მომკლავ! გამოიძიე დანაშაული! – 21 საათზე შსს-სთან აქცია დაანონსდა

ნუ მომკლავ! გამოიძიე დანაშაული! – ამ ლოზუნგით მოძრაობა “შეცვალე” და ორგანიზაცია “დემოკრატიული მომავლისთვის” დღეს, 22 ივლისს, 21 საათზე, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აქციას აანონსებს.

აქციის მიზანია, ბოლო დროს გახშირებული ბუნდოვანი მკვლელობების ფონზე, საზოგადოებამ საგამოძიებო უწყებას საკუთარი მოვალეობების შესრულებისკენ მოუწოდოს. განცხადების ტექსტს უცვლელად გთავაზობთ.

“ნუ მომკლავ! გამოიძიე დანაშაული!
ბოლო დროს ახალგაზრდების გახშირებული, ბურუსით მოცული მკვლელობები საზოგადოებაში აჩენს პასუხგაუცემელ კითხვებს შსს-ს დანაშაულებრივი უმოქმედობისა და არაეფექტურობის მიმართ, რაც ქვეყანაში დაუცველობისა და უმწეობის აუტანელ გარემოს ქმნის.

დღეს 22 ივლისს, 21:00-ზე ვიკრიბებით შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, ორთაჭალაში. ერთად დავიცვათ სიცოცხლე, მოვუწოდოთ შინაგან საქმეთა სამინისტროს შეასრულოს საკუთარი მოვალეობები, არ დააფაროს ხელი დანაშაულს და გამოიძიოს საქმეები ! “- წერია განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშითამარ ბაჩალიაშვილი რამდენიმე დღის გარდაცვლილია – ოჯახის ადვოკატი
შემდეგი სტატიაბაჩალიაშვილის ცხედარი სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროში გადაჰყავთ