“ნუ მივაბამთ არჩევნებს ამ უმნიშვნელოვანეს საკითხს, როგორიც არის საქართველოს მოქალაქეების ევროკავშირში უვიზოდ მიმოსვლა”

news
ავტ.: news სექტემბერი 6, 2016 11:50

“ნუ მივაბამთ არჩევნებს ამ უმნიშვნელოვანეს საკითხს, როგორიც არის საქართველოს მოქალაქეების ევროკავშირში უვიზოდ მიმოსვლა”

მინდა, მოვუწოდო მთელს საზოგადოებას, ნუ მივაბამთ არჩევნებს ამ უმნიშვმელოვანეს საკითხს, როგორიც არის საქართველოს. მოქალაქეების ევროკავშირში უვიზოდ მიმოსვლა, – ამის შესახებ „თავისუფალი დემოკრატების“ ერთ-ერთმა ლიდერმა ალექსი პეტრიაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, ძალიან ცოტა დარჩა იმ მომენტამდე, როდესაც საქართველოს მოქალაქეები შენგენის ზონაში უვიზოდ მიმოსვლას დაიწყებენ.

„ეს არის ყველას წარმატება, ჩვენი ქვეყნის წარმატებაა და არ მგონია, რომ რაიმე შეფერხებას ჰქონდეს ადგილი, რადგან ამ საკითხის ირგვლივ არის საყოველთაო კონსენსუსი პოლიტიკურ ძალებში და დარწმუნებული ვარ, რომ პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალები ყველა ნაბიჯს გადადგამენ და ყველა ზომას მიიღებენ, რათა არანაირი შეფერხება არ მოხდეს ამ მხრივ“, – განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.

news
ავტ.: news სექტემბერი 6, 2016 11:50

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


6,027
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics