ნუ მიეცემით უიმედობას, ეს ქვეყანა, მისი დამოუკიდებლობა აქამდე თქვენი, ამ ქვეყნის მოქალაქეების მოყვანილია – ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზრუაბიშვილი დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოდის. მან მოქალაქეებს მიმართა, რომ არ მიეცენ უიმედობას, რადგან ამ ქვეყნის დამოუკიდებლობა აქამდე ამ ქვეყნის მოქალაქეების მოყვანილია და ჩვენვე უნდა გავაძლიეროთ, განვამტკიცოთ.

“მივმართავ სრულიად საქართველოს, მოგმართავთ თქვენ და ვიცი რამდენად გტკივათ ჩვენი ქვეყნის დღევანდელობა. ვიცი დღეს რა განცდებითაც მისმენთ. მაშინ, როცა ქვეყნის დამოუკიდებლობა და ევროპული მომავალი საფრთხის ქვეშ გესახებათ. ნუ მიეცემით უიმედობას, ეს ქვეყანა და მისი დამოუკიდებლობა აქამდე თქვენი, ამ ქვეყნის მოქალაქეების მოყვანილია, შენარჩუნებულია და დღეს ჩვენვე უნდა გავაძლიეროთ და განვამტკიცოთ. არაა შემთხვევითი, რომ საქართველოს გადამწყვეტ დროს, ქვეყნის პრეზიდენტი იმ ემიგრაციის შვილია, რომელიც იბრძოდა და ამზადებდა საქართველოს დამოუკიდებლობას, იმ დამოუკიდებლობას, რომელიც გამოცხადდა 1918 წლის 26 მაისს. შეიძლება ისიც არ იყოს შემთხვევითი, რომ დღეს ქვეყნის პრეზიდენტი ის ადამიანია, რომელმაც მშვიდობიანად გაიყვანა შემოსული რუსის ჯარები, ჩემი წინაპრებისა და ქვეყნის წინაშე ჩემ ვალდებულებად მივიჩნევ ყველაფერი გავაკეთო ამ ქვეყნის დამოუკიდებლობისა და ევროპული მომავლისთვის”. – ამბობს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი.

banner
წინა სტატიაშივაშინგტონის მერის გადაწყვეტილებით, 26 მაისი ვაშინგტონში საქართველოს დამოუკიდებლობის დღედ გამოცხადდა
შემდეგი სტატიასაქართვრელოში ევროკავშირის დელეგაცია – ვულოცავთ საქართველოს 26 მაისს, ევროკავშირი რჩება საქართველოს დამოუკიდებლობის და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდამჭერი