ნუ იმარაგებთ სურსათს და სხვა სახის საქონელს-რომან გოცირიძე საზოგადოებს მოუწოდებს

“ნუ იმარაგებთ სურსათს და სხვა სახის საქონელს. მსოფლიოში შექმნილ ვითარებაში პრობლემა საქონლის დეფიციტი კი არა, ჭარბწარმოებაა. როდესაც მთელი ევროპის მასშტაბით კაფეები და რესტორნები დაკეტილია და მოხმარება კლებულობს, ათეულ მილიარდობით დოლარის საქონილია უკვე ჩაწოლილი.

ეკონომიკაში მოთხოვნის კლებით გამოწვეული შოკია და არა მიწოდების ( გამოშვების) შემცირებით გამოწვეული.

ქართული მაგალითი რომ ავიღოთ: თუ ქორწილები, ქელეხები და სხვა სარიტუალო სუფრები შეიზღუდება, სად უნდა გაიყიდოს ჩამოსასხმელი ღვინო, მინერალური წყალი, კიტრი, პომიდორი და ა. შ. ეს შეზღუდვები ათეულ მილიონობით ლარის ოდენობით ამცირებს მოთხოვნას.

აჟიოჟატი აზიანებს ჯიბესაც და ფსიქიკასაც”,-აცხადებს რომან გოცირიძე.

banner
წინა სტატიაშიდამსაქმებლები აწუხებენ თვითიზოლაციაში მყოფ პირებს, რომ გავიდნენ სამსახურში
შემდეგი სტატიააფხაზეთ-სამეგრელოს დამაკავშირებელი ენგურის ხიდი მოქალაქეთა ნაწილისთვის ღიაა