“ნუ ღელავთ, გავერკვევით სიტუაციაში და გიპასუხებთ” – გიორგი გახარია ატოცში მიმდინარე ბორდერიზაციაზე

ქარელის მუნიციპალიტეტში, სოფელ ატოცის განაპირას შეიარაღებული პირები გამოჩნდნენ. საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა აღნიშნულ ტერიტორიაზე ლითონის ბადეები მიიტანეს.

ატოცში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, გორში მყოფმა პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ სიტუაციაში გარკვევის შემდეგ გაკეთდება კომენტარი.

“დღეს, მთელი დღის განმავლობაში ვართ გორში. ნუ ღელავთ, გავერკვევით სიტუაციაში და გიპასუხებთ,” – განაცხადა გიორგი გახარიამ.

banner
წინა სტატიაშისუს-ის ინფორმაციით, სოფელ ატოცში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით ამოქმედებულია ცხელი ხაზი
შემდეგი სტატიაოკუპანტებმა სოფელ ატოცში “ბორდერიზაციის” სამუშაოები განაახლეს