,,ნუ გეშინია მამი შენს დაბადების დღემდე იზეიმებს სამართალი”

ხორავას ქუჩაზე მოკლული დათუნა სარალიძის მამა ზაზა სარალიძე სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს.

,,შვიდი თვე გავიდა მამი უშენოდ.შვიდი თვის მწარე და ცრემლიანი დღეები,საათები,წუთები და წამები.

მალე შენი დაბადების დღე მოვა მამი.
25 დღეც და 17 წლის გახდებოდი მამი.
17 წლის წინ როგორი ბედნიერები ვიყავით ყველა ერთად როცა შენ შემოდი ჩვენს ოჯახში მამი.
ხელზე ჯვარი გქონდა გამოსახული.
მეუბნებოდნენ უფლისგან რჩეული არისო.
ასეთი რჩეული თუ იყავი არ მინდოდა მამი,ამისთვის თუ აგირჩია უფალმა არ მინდოდა მამი.

ნუ გეშინია მამი შენს დაბადების დღემდე იზეიმებს სამართალი.

პირობას გაძლევ მამი შენი მკვლელები დაისჯებიან ან თავს შევაკლავ შენი სულის სიწმინდეს” წერს ზაზა სარალიძე.

banner
წინა სტატიაშიმომღერალი ირაკლი ნოზაძე საავადმყოფოდან გაწერეს
შემდეგი სტატიაშიდა ქართლსა და სამეგრელოში მომხდარი ქურდობის ბრალდებით სამი პირი დააკავეს