ნუ დაგვჩაგრავთ, გლეხი ხალხი ვართ და ბოლომდე გამოიძიეთ ეს საქმე

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge თებერვალი 24, 2016 01:51

ნუ დაგვჩაგრავთ, გლეხი ხალხი ვართ და ბოლომდე გამოიძიეთ ეს საქმე

ფონიჭალაში დღეს მომხდარი ტრაგიკული შემთხვევის შესახებ განსხვავებული ვერსიები ვრცელდება“ნუ დაგვჩაგრავთ, გლეხი ხალხი ვართ და ბოლომდე გამოიძიეთ ეს საქმე“ -ზემო ფონიჭალაში მოკლული 35 წლის ქალბატონის ბიძა, გენო ბერაძე შსს-სა და პრემიერმინისტრს მიმართავს.

„მივმართავ შინაგან საქმეთა მინისტრსა და პრემიერ-მინისტრს, ნუ დაგვჩაგრავთ, გლეხი ხალხი ვართ და ბოლომდე გამოიძიეთ ეს საქმე“. ის კატეგორიულად უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოსდა ამ საქმეში ყოფილი მეუღლე ფიგურირებდა: „ეს არასწორი ინფორმაციაა. ეს იყო ჩემი ძმიშვილს პირველი ქორწინება. შოკში ვართ ამ უბედურებით. პატარა ბავშვი საერთოდ არ არსებობს და მხოლოდ ჩოჩნხი ჩამოვიტანეთ. არანაირი პრობლემა მას და მეუღლეს შორის არ ყოფილა. არ შემიძლია რაიმე ვერსიაზე ვისაუბრო შოკირებული ვართ ყველა.“- აცხადებს “გურიის მოამბესთან” გენო ბერაძე.

ახლობლების თქმით, ბავშვი საკუთარ საწოლში დამწვარი იპოვეს. დედას კი ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობები აქვს მიყენებული, რაც შეეხება მომხდართან მისი მეუღლის კავშირს, საერთოდ გამორიცხავენ.

„არაჩვეულებრივი ურთიერთობა ჰქონდათ”- განაცხადეს ახლობლებმა.

საზარელი მკვლელობა ფონიჭალაში გუშინ მოხდა. 35 წლამდე ქალბატონი სამზარეულოში გარდაცვლილი იპოვეს, მცირეწლოვანი კი საძინებელ ოთახში დამწვარი იყო. გავრცელდა ვერსია, რომ დამნაშავეები ბინაში ძარცვის მიზნით შეიჭრნენ, თუმცა შსს-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ფული და ძვირფასეულობა სამართალდამცველებს ბინაში დახვდათ. მომხდარზე გამოძიება გრძელდება. გასულ ღამეს პოლიციში იკითხებოდა გარდაცვლილის მეუღლე, შემთხვევის ადგილზე გვიანობამდე მუშაობდნენ ექსპერტ-კრიმინალისტები.

ბინა ამჟამად დალუქულია.

მოკლული დედა-შვილი ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქაქუთში გადაასვენეს.

წყარო: გურიის მოამბე

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge თებერვალი 24, 2016 01:51

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


8,353
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics